გიორგი მარგველაშვილი: მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"ვარშავის სამიტიდან წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებას და განმტკიცებას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - DIB-ის გახსნაზე. ცერემონიას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.
"ჩვენი ქვეყანა რეალურად ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი შესაძლებლობებიც გვაქვს.
სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში, ასე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას. ხედავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანი, მომგებიანი და ხელსაყრელია გლობალურად სტაბილური, ევროპული და აზიური გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის" - თქვა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციით ხედავს და რომ ამ მიმართულებით საქართველოს არაერთი მტკიცე ნაბიჯი აქვს გადადგმული.
"ეს წარმატება თავის მხრივ მიღწეული იყო არაერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის, გმირული მოღვაწეობის და სისხლის შედეგადაც კი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ".
პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელმწიფო გააგრძელებს თავის სვლას რეგიონის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით და ეს ნაბიჯი არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის საწინააღმდეგოდ:
"რეალურად თუ შევხედავთ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეზობელი უნდა იყოს დაინტერესებული სტაბილური და ძლიერი ქვეყნის, სტაბილური და ძლიერი საქართველოს განმტკიცებისათვის“.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, აღნიშნული სკოლის დაარსება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის და ის საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის კიდევ ერთი დამაკავშირებელი კომპონენტია.
"ეს სკოლა იქმნება იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს".
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა.
სკოლა ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და მაღალი რანგის სამხედროებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია

კომენტარები