ოზურგეთის მერობის კანდიდატის შტაბი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. სახელისუფლებო პარტიის მიმართ ბრალდებების შესახებ პრესკონფერენცია მერობის კანდიდატმა და შტაბის წევრებმა დღეს, 11 ნოემბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამართეს.
შარაშენიძე ამბობს, რომ მას დოკუმენტებით დადასტურებული ინფორმაცია აქვს იმ სქემის შესახებ, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის გაყალბება იგეგემება.
"ჩამოიყვანეს სპეციალური ჯგუფები, შკოდებით, ტოიოტებით, სხვადასხვა სპორტსმენი. რა უნდათ, კორცხელის განმეორება, თუ უარესი?" - განაცხადა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრმა, შოთა გოგიბერიძემ.
ამავე შტაბის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ მეორე ტურის გამართვისას არჩევნების ჩასაშლელად დაგეგმილია ჩხუბი და პროვოცირება იმ უბნებზე, სადაც შარაშენიძე გაიმარჯვებს.
მმართველი პარტიის წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების მიხედვით, მათი კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე არჩევნებს მოიგებს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია აქვთ კონკურენტებსაც და ამის გამო ტყუილების პროპაგანდა დაიწყეს.
შარაშენიძის შტაბის წევრებმა სახელისუფლებო პარტიის წევრები რამდენიმე დღის წინაც დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის წარმომადგენელს, გიორგი როყვას დაემუქრნენ და დააშანტაჟეს. დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გაასაჯაროვა.
შეტყობინებების მიხედვით, ირაკლი სირაძეს ბეგლარ სიორიძის მხარდამჭერებისთვის უნდა დაედასტურებინა, რომ გიორგი როყვა კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი არ ყოფილა.
რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ გიორგი როყვა სამართალდამცავ უწყებაში გამოიკითხა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მის მიმართ ზეწოლა არ ყოფილა და შეტყობინებები ირაკლი სირაძისათვის არ გაუგზავნია.
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც გერს სისტემატურად აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები