ნოდარ მელაძე: "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელევიზიის სამ ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით შეუჩერდა.
მელაძის განცხადებით, გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით არის მიღებული და ეს კრიტიკული მედიის შეზღუდვას ემსახურება.
"ბოლო სამ კვირაში შაბათის ეთერის სამ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილსა და ნატალი ქაჯაიას საქართველოს პარლამენტის აკრედიტაცია 1, 6 და 12 თვით შეუჩერეს, სრულიად დაუსაბუთებელი მოტივით!
როდესაც კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა.
წერილებში, რომლებიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული, რომელი რესპონდენტის ინტერვიუს გამო მოხდა ამ ბლანკეტური ნორმის გამოყენება.
სრულიად ბუნდოვანი პასუხები ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას — მათი მიზანია, შეწყდეს კრიტიკული კითხვები.
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიას საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო ედავება. სამი შეჩერებული აკრედიტაციის ფონზე, სად უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა პასუხი?
პასუხს ითხოვ და აკრედიტაციას გიჩერებენ; პასუხი არ არის და მარეგულირებელი გაჯარიმებს", — წერს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
პარლამენტის აკრედიტაცია არ გასცეს "პუბლიკის" ჟურნალისტ მინდია გაბაძეზეც. 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 16 ივნისს გაგზავნილი აკრედიტაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აკრედიტაციის წესების გამკაცრება 14 მაისს დააანონსა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერა.
- შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წლამდე გაიზრდება
ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, პირველად აკრედიტაცია 1 თვით შეჩერდება, განმეორების შემთხვევაში კი ვადა 1 წლამდე გაიზრდება. აქამდე საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში სანქცია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ გამოიყენებოდა, ახალი წესით კი სანქცია მედიასაშუალების მიმართაც იქნება შესაძლებელი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა 8 ივნისს განაცხადა, "დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, მთლიანად მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია 1 წლამდე ვადით."
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
კომენტარები