ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე
"ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს საქართველო", — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს და რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"არ ვიცი, ვინ სად იმყოფებოდა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს საქართველო.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას — ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. ყველა ურთიერთობა იქნება, მათ შორის, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენაში. საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება — როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება. თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე. როგორც კი პრობლემის სათავე აღმოიფხვრება, ყველა თანმდევი შედეგიც გამოსწორდება," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. ამის შეახებ რუსული მედია წერს.
TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მიხაილ შვიდკოიმ განუცხადა, რომ კულტურის სფეროს შეუძლია აღადგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ნდობის ატმოსფერო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები