"საქართველოსთვის": "ოცნება" ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება
ფოტო: Forgeo.ge
"ოცნების სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ნიშნავს" — პარტია გახარია საქართველოსთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო.
პარტიის შეფასებით, უკვე ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის ერთ-ერთი დასტური რუსი ჩინოსნის, მარატ კამბოლოვის, ოკუპირებულ რეგიონში გაგზავნაა.
"ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო. უკვე ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. "სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება" და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. რუსეთის მიერ წარმართული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამის დადასტურებაა.
კერძოდ — რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში წარგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს, ამჟამად კი — მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის "პრემიერმინისტრად".
როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ე.წ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც ცალსახად წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეხდინა სათანადო საკანონმდებლო რეაგირება და უზრუნველეყო საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება ანექსიის ამ ტალღის წინააღმდეგ, თუმცა ოცნების ხელისუფლებამ არაფერი იღონა. მმართველმა პარტიამ ჩვენ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანექსიის დამგმობ რეზოლუციასაც კი არ დაუჭირა მხარი, ხოლო ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას "პოლიტიკური მატრაკვეცობა" უწოდა.
ოცნების სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ნიშნავს.
ოცნება, რომელმაც მიზანმიმართულად მოახდინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლობით ნაშენები თანამშრომლობის საბოტაჟი და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოქცია, ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება.
მოვუწოდებთ ოცნებას, აღასრულოს კონსტიტუციური ვალდებულები — მისცეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ანექსიურ პროცესებს და უზრუნველყოს ანექსიის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება.
ოცნების ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებზე და განმარტოს, გეგმავს თუ არა იქ განთავსებული ქართული საგუშაგოს გაუქმებას.
კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესში დუმილი და უმოქმედობა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშეწყობას ნიშნავს, რაზეც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!" — წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 მაისს ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მარატ კამბოლოვი "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად" დაინიშნა.
რა ხდება ცხინვალის რეგიონში? — კონფლიქტების მკვლევარისა და ანალიტიკოსის შეფასება:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები