ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
7 ივნისს, 11 საათზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გუნდური შეჯიბრების — STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება.
ფინალურ ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის 10 სკოლის 50 მოსწავლე მიიღებს. ოლიმპიადის ფარგლებში, ახალგაზრდები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებებისა და პრაქტიკული ამოცანების შესრულებაზე.
ღონისძიების ფარგლებში, მოხდება მონაწილეების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა. ჟიურის შეფასებების საფუძველზე კი გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა.
გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. ოლიმპიადის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდებიან ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდებს შორის გამარჯვებულებიც.
პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელიც ოლიმპიადას ფიზიკური ტურისთვის სივრცით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან.
პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ.
ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ.
ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
კომენტარები