"ამდენი სენსორის, რადარის, დრონის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს" — გიორგი ჯანჯალია უკრაინის ომზე
ჟურნალისტ და სამხედრო მიმომხილველ გიორგი ცხვიტავასთან ინტერვიუში ბრიტანული კომპანია "ჰილიქსის" უსაფრთხოების რისკების მენეჯერმა — გიორგი ჯანჯალიამ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ხელოვნური ინტელექტის როლსა და სისტემების ავტომატიზაციაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პლატფორმა "დელტაზე", რომელიც დღეს უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. მისი თქმით, "ამდენი სენსორის, ხელოვნური ინტელექტის, რადარის, დრონების გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს".
"პლატფორმა "დელტა" საუკეთესოა მსოფლიოში. ამდენი სენსორის, ხელოვნური ინტელექტის, რადარების, დრონების გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს. ეს მოქმედების ჯაჭვის რამდენიმე წამამდე შემცირების შესაძლებლობას იძლევა. აქამდე ეს იყო რამდენიმე საათი. ჯერ ხდებოდა მოწინააღმდეგის ტექნიკისა და პოზიციების აღმოჩენა, შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცემოდა რამდენიმე რგოლს და შემდეგ ხდებოდა უკვე მოქმედება. ახლა პლანშეტის მეშვეობით ავტომატიზირებულია ყველაფერი. აღმოჩენას ახდენს სენსორი, დრონი, რადარი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა. ყველაფერზე არის დაყენებული კამერა და ყველაფერზე არის დაყენებული რაღაც აღმომჩენი სისტემა და შემდეგ ეს ინფორმაცია უცებ გადაეცემა ტაბლეტით ათეულის დონეზე მეთაურს, რომელსაც შეუძლია, რომ მყისიერი მოქმედება მოახდინოს. ლაპარაკია აღმოჩენიდან მოქმედებამდე 2.2 წამზე, ანუ ეს სასწაული დროა, ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიულ თამაშებში მაუსით რომ დასდევ რაღაცას, იმავენაირად ხდება ომის წარმოება უკრაინაში. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რომელიც უკრაინას აძლევს საშუალებას, რომ ასეთი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და ეს გამოიყენება არა მარტო თავდაცვაში, ასევე თავდასხმაშიც," — აღნიშნა ჯანჯალიამ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, "როგორ ვუყურებთ ლოჯისტიკას და რამდენად იაფი შეიძლება იყოს გარკვეული იარაღი ან "ანტიიარაღი" იმისათვის, რომ დაუპირისპირდე მოწინააღმდეგეს".
"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ ომმა შეცვალა ის თუ როგორ ვუყურებთ ლოჯისტიკას და რამდენად იაფი შეიძლება იყოს გარკვეული იარაღი ან "ანტიიარაღი" იმისათვის, რომ დაუპირისპირდე მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკოსისტემა, რომელიც შექმნეს უკრაინელებმა, რასაც ჰქვია Brave1. ეს არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები, ანუ სამხედროები დაკავშირებულები არიან მიმწოდებლებთან და რეალურ დროში ხდება "ფიდბექის" მიწოდება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ იარაღს ამზადებენ. მერე იქ ხდება ამ იარაღისთვის ვარსკვლავების დაწერა, თუ რამდენად ეფექტურია [იარაღი] და შემდეგ ის მომხმარებლები, რომლებიც მიაწვდიან "ფიდბექს", ამით აუმჯობესებენ იმ იარაღს, რომელიც უკან დაუბრუნდებათ.", — აღნიშნა ჯანჯალიამ.
მისივე თქმით, უკრაინამ მობილიზება მოახდინა არა მარტო სამხედროების, არამედ მთელი ერის, რომელიც პროცესებში ჩართულია როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე ლოჯისტიკისა და თანხების მოზიდვის კუთხით.
"დღევანდელი ომი არ არის ერთ-ერთი ომი, სადაც აუცილებელი, რომ მთელი ერი მობილიზდეს იმისათვის, რომ [ქვეყანა] გამარჯვებამდე მივიდეს. სამხედროებს შეგვიძლია ბრძოლების მოგება, თუმცა ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ, ომი უნდა მოიგოს ერმა. ამიტომაც უკრაინამ მობილიზება მოახდინა არა მარტო სამხედროების, არამედ მთელი ერის, რომელიც ეხმარება გინდ პოლიტიკურად, გინდ სამხედრო თვალსაზრისით, გინდ ლოჯისტიკის თვალსაზრისით, გინდ თანხების მოზიდვის თვალსაზრისით იმისათვის, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მათ შეძლონ იარაღის წარმოება, იარაღის მიწოდება ჯარისკაცებამდე და, საბოლოო ჯამში, შეძლონ ინოვაციებით იმ დონემდე მივიდნენ, რომ ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც რუსეთია, და რომელსაც ამხელა სტრატეგიული სიღრმეები აქვს, ზიანი მიაყენონ." — განაცხადა გიორგი ჯანჯალიამ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები