ირაკლი კობახიძე: [დიუშენის წამლის] თანხას პერსონალური ჯიბიდან არ ვიღებთ — ეს ხალხის ფულია, მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს
ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მიერ მედიკამენტების მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა, რომ წამლის თანხა "რომელიმე პოლიტიკოსის პერსონალური ჯიბიდან არ მოდის", "ხალხის ფულიდან" უნდა დაიხარჯოს, შესაბამისად თანხები "პრაგმატულად" და "რაციონალურად" უნდა დახარჯონ.
"ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, ეს იქნება 50 მილიონი თუ 60 მილიონი, ეს არაა ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ.
ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია.
საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით, 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა — ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და შეიძლება ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სადაა აქ ჭეშმარიტება.
თუ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში, რაზეა საუბარი. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება," — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის აზრით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთავრობა "იოლი გამოსავლის გზით" წავიდა და ბიუჯეტიდან მრავალი მილიონი დაიხარჯა, "რამაც ხელშესახები შედეგი არ მოიტანა".
"იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი.
არ მინდა, დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი.
თუ მთავრობა ამ გზით გააგრძელებს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ, შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა და საბოლოო ჯამში ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც შეიძლება ავიდეს თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას.
ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა, მე პირადად არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ხვალ რომ განვაცხადო ამ თემაზე, სხვა თემაზე, რომ გავცემთ 50 მილიონს, 30 მილიონს, 100 მილიონს, ეს პოლიტიკურად მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა, პერსონალურად მათ შორის. მაგრამ მეორე მხარეს მთავრობის პასუხისმგებლობაა — მთავრობაზე უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის რაციონალურად გახარჯვაზე.
წარმოიდგინეთ, არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის, მაგალითად, 3 მლნ დოლარი, არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება არის მაქსიმუმ 300 ან 700 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია. მთავარია, არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.
ამასთან ერთად, თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. ჩვენთვის როგორი მიუღებელიც უნდა იყოს კონკრეტული ინიციატივები ამ რისკების გათვალისწინებით, რაც ფარმაცევტულ მაფიას უკავშირდება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევიდეთ მშობლების მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში, მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი რაციონალურ გადაწყვეტილებებზე. მზად ვართ კონსულტაციებზე, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან," — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 18 მაისს ტვ პირველის ეთერში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე 19 მაისს, 15:00 საათზე, სამი მშობელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიოს III-ს შეხვდება.
"მივიღეთ ზარი საპატრიარქოდან, რომ პატრიარქი შიო III მზად არის, მიგვიღოს. შეხვედრა ხვალ, 19 მაისს, 3 საათზე გაიმართება. ადგილზე 3 მშობელი მივა. იმედს ვიტოვებთ, რომ აქედან გამოსულებს უკვე ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია გვექნება. მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს," — განაცხადა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ ტვ პირველის ეთერში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებზე ვრცლად იხილეთ:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები