დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს, ეს მიუღებელია — UK, ფინეთი და MFC-ის შემადგენლობაში მყოფი 14 სახელმწიფო
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე ქვეყნები — დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, კოალიციის შემადგენლობაში მყოფი 14 სახელმწიფოს მხარდაჭერით, განცხადებას ავრცელებენ, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს ეხება. ეს 14 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
"თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია ფუფუნება არ არის. ის მშვიდობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია. სწორედ ამისთვის შეიქმნა "მედიის თავისუფლების კოალიცია" (Media Freedom Coalition – MFC). დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის თანათავმჯდომარეობით და ექვსი კონტინენტის 51 ქვეყნის გაერთიანებით, კოალიცია მედიის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იურისტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, გაიზარდოს ანგარიშვალდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და უზრუნველყოფილ იქნას კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება," — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა — "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მონაცემებით, საქართველომ 2022 წლის 77-ე ადგილიდან 2026 წელს 135-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც "სერიოზულ უკუსვლად" ფასდება.
"საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მონაცემებით, პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა. საქართველო 2022 წელს 77-ე ადგილს, ხოლო 2026 წელს 135-ე ადგილს იკავებს, რაც სერიოზული უკუსვლაა. RSF საქართველოს მედია გარემოს "რთულად" აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რომელიც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე," — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე, მათ შორის საპროტესტო აქციების დროს. აქვე ნახსენებია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც. განცხადების ავტორები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის გათავისუფლებას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები მთლიანად მედიის დაშინების მცდელობას წარმოადგენს.
"მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა," — წერია განცხადებაში.
ამასთან, განცხადება ეხება დეზინფორმაციის პრობლემას და აღნიშნავს, რომ თანამედროვე პირობებში ინფორმაცია ხშირად "საბრძოლო იარაღად" გამოიყენება, თუმცა ამ საფრთხეებთან ბრძოლა არ უნდა გახდეს თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვის საფუძველი.
საბოლოოდ, ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას და მედიის თავისუფლების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობენ.
შეგახსენებთ, 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა. ამასთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და "მითების დეტექტორმა" გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც 2025 წელსა და 2026 წლის იანვარ-აპრილში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციის კამპანიების ტენდენციებს აჯამებს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები