ელენე ხოშტარია

4 May. 2026, 17:23

მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა. სწორი, პატრიოტული, გააზრებული მუშაობა ყოველთვის ფასდება და ფაშინიანი ამის მაგალითია.

ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს. როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს. მთავარია, ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი. მთავარია, მარტო არ ვართ.

ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, ოცნებისთვის 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე - ოცნების საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია. და მესამე - თავად იდარდონ „ამ საშინელ“ ქვეყნებს რომ „ეტენება“ მათი პრემიერადწოდებული.

ცუდი დღე გაუთენდა რუსეთს:)

რუსთავის ქალთა ციხე
04/05/2026


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე თბილისის მერიას და საკრებულოს სამ მოთხოვნას უყენებენ. ისინი…