მიხეილ სააკაშვილი

4 May. 2026, 14:53

მიხეილ სააკაშვილი: "დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე კავკასიის ისტორიაში. მთელი ევროპის ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო კი არა – სადაც ტრადიციული ცენტრი კავკასიის ყველამ იცის რომ არის თბილისი – არამედ ჩამოვიდნენ ერევანში.

ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ.

ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ დღეს, რომ ჩემი კურსი ყოფილიყო, გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი ჩამოვიდოდა უდავოდ თბილისში და არ მოუწევდათ ორმოცი წუთით მეტი ფრენა ერევანში?

ამიტომ ეს არის ძაან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ამასწინათ ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო. წარსულის ტრავმები აწუხებს სწორედ იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია. რაც წარსულზე ლაპარაკს თავს არიდებს.

მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით. ჩვენ პრობლემა გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ისეთი ხალხი, ლიდერები იყვნენ, რომ ისინი წარსულზე... არიქა, მოდი ახლა წარსულზე არ გვინდა, ვილაპარაკოთ სხვა რაღაცაზე. ეს იყო ღრმა შეცდომა, იმიტომ, რომ ეს ვაკუუმი შეავსო არაადამიანურმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა.“

— განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა სასამართლო პროცესზე. შეგახსენებთ, მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრის დევიზია "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" იმართება. 48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, 4 მაისს, შეიკრიბება, რათა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, მათ შორის აშშ-ირანის დაძაბულობა, პირისპირ განიხილონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
  2. ირაკლი კობახიძე: "მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში"
  3. პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა
  4. "თავმოყვარე მერია აპოლოს გამოისყიდდა" — ისტორიული კინოთეატრი კვლავ იყიდება | ვიდეო
  5. სახელმწიფო გადატრიალება ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები

3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და "მითების…