Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
ფოტო: Summit Entertainment / Lionsgate
2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისტოპიური ტრილოგია გრძელდება. Divergent-ის ("განსხვავებული") პირველი წიგნის გამოცემიდან 15 წლისთავზე, ავტორმა ვერონიკა როთმა განაცხადა, რომ სულ მალე სერიას კიდევ ორი ტომი შეემატება. წიგნები ამბის ალტერნატიულ სიუჟეტს წარმოგვიდგენს, სადაც მთავარი გმირი, ტრის პრაირი, საკვანძო მომენტში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს. უფრო ზუსტად, ხუთ ფრაქციას შორის იგი შეუპოვრობას არ ირჩევს...
"ეს არც წინაისტორიაა, არც გაგრძელება, არც სპინ-ოფი და არც განსხვავებული პროტაგონისტის მოყოლილი ამბავი", — ხსნის როთი და ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის გაეცნობიან სერიის ერთგული გულშემატკივრები ახალ ისტორიას, — "ესაა Divergent-ის განსხვავებული სამყარო, სადაც ტრისი სხვა ფრაქციას ირჩევს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება პასუხი კითხვაზე, თუ ვინ იქნებოდა ტრისი, შეუპოვრობაზე რომ არ შეეჩერებინა არჩევანი".
ორწიგნეულის პირველი ნაწილი, სახელწოდებით The Sixth Faction ("მეექვსე ფრაქცია"), 6 ოქტომბერს გამოიცემა. შესაძლებელია მისი დამოუკიდებელ წიგნად წაკითხვაც — იმის მიუხედავად, იცნობთ თუ არა ორიგინალ ტრილოგიას.
ვერონიკა როთმა განსხვავებულის პირველი წიგნი 22 წლის ასაკში გამოსცა
ფოტო: David Livingston / Getty Images
ორიგინალი ტრილოგია კი, რომლის გამოცემაც როთმა 2011 წელს დაიწყო, YA ჟანრის (მოზარდული ლიტერატურის) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. სერია მსოფლიოში 40 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა და ათობით ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულად. პირველი წიგნი, განსხვავებული, 2015 წელს დაბეჭდა გამომცემლობა სიესტამ (თარგმნა ნინო შეყილაძემ), 2017 წელს კი გამოიცა მეორე ტომი, მეამბოხე (თარგმნა ნანო სარალიშვილმა).
განსხვავებულში მოქმედება პოსტაპოკალიფსურ ჩიკაგოში ვითარდება, სადაც საზოგადოება ხუთ ფრაქციად არის დაყოფილი — თითოეული მათგანი თავისი უმთავრესი ღირებულებებით ცხოვრობს: შეუპოვრობა, გულწრფელობა, ერუდიცია, მეგობრულობა და ასკეტობა. ამ დისტოპიურ საზოგადოებაში ყველა მოზარდი, რომელსაც 16 წელი შეუსრულდება, ვალდებულია, ფრაქციებიდან რომელიმე ამოირჩიოს და მას შეუერთდეს.
განსხვავებულის ტრილოგიის მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ფილმების სერია, სადაც მთავარი როლები შეილინ ვუდლიმ და თეო ჯეიმსმა შეასრულეს. სერიის ეკრანიზაცია არ დასრულებულა, მაგრამ სამმა ფილმმა ჯამში $765 მილიონი გამოიმუშავა.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს OpenAI-მ სურათების ახალი გენერატორი გამოუშვა — რა შეუძლია Images 2.0-ს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი NASA-ს მავალმა მარსზე სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინა — ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
კომენტარები