პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში?
პეტერ მადიარმა, რომელიც სავარაუდოდ უნგრეთის მომავალი პრემიერმინისტრი იქნება, იმ პოლიტიკური ცვლილებების გეგმა წარადგინა, რომლებსაც ქვეყანა მისი მმართველობისას უნდა ელოდოს. ეს იყო მისი პირველი მასშტაბური ბრიფინგი მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ, ტისამ (Tisza), ვიქტორ ორბანის ფიდესის (Fidesz) 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მადიარის გამარჯვების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთისგან დისტანცირებისა და წინამორბედის ევროსკეპტიკური კურსის შეცვლის დაპირება გახდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბუდაპეშტი ფინანსურ სირთულეებს განიცდის და ევროკავშირის ფონდები სასწრაფოდ სჭირდება.
"თუ ვლადიმერ პუტინი დამირეკავს, მე ყურმილს ავიღებ," — განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს — "ეს ალბათ მოკლე სატელეფონო საუბარი იქნება და არ მგონია, რომ მან ჩემი რჩევით ომი შეწყვიტოს."
მან ასევე დასძინა, რომ "რუსეთი კვლავ რჩება უსაფრთხოების რისკად."
DW წერს, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპთან დაკავშირებული საკითხებისა, მადიარი აშშ-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, რომელიც ღიად უჭერდა მხარს ორბანს, დარეკვას არ აპირებს. შეგახსენებთ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ორბანის საარჩევნო კამპანიაში დასახმარებლადაც კი გაგზავნა.
მადიარმა პირობა დადო, რომ: აღმოფხვრის კორუფციას და წამოაყენებს კონსტიტუციური შესწორების ინიციატივას, რომელიც ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნებას აუკრძალავს;
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ კანონის უზენაესობა, პლურალისტური დემოკრატია და ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემა,"— განაცხადა მადიარმა.
პრესკონფერენციაზე მადირიმ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "აშინებდა უნგრელ ხალხს — თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს და მათ ოჯახის წევრებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ".
"ვიქტორ ორბანი აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს და მათ ოჯახის წევრებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა, უკიდურესად დაბლა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება და მოპარული ქონება და ფული.
მსურს გავუგზავნო მკაფიო გზავნილი მთელ მსოფლიოს, რომ უნგრეთში არავის სურს ომი. უნგრეთი დგას მშვიდობის მხარეს. პარტია Tisza-ს მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა, განსხვავებით ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს აწუხებს — მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების დონეზე...
ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. ის საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე... ის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა იმ საკითხებისა და პრობლემებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს ეხებოდა. და უნგრელმა ხალხმა ამ ყველაფერს "არა" უთხრა", განაცხადა პეტერ მადიარიმ საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ("პუბლიკას" თარგმანი).
ამას გარდა, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პეტერ მადიარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ანადგურებს.
"ისინი ანადგურებენ დოკუმენტებს და ეს მათ არ დაეხმარება, მაგრამ ეს შეგიქმნით წარმოდგენას, რა ვითარებაა უნგრეთში", — განაცხად მადიარიმ. მან ეს კომუნისტურ ეპოქაში საჯარო ჩანაწერების განადგურების მცდელობას შეადარა, წერს The Guardian.
- პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
- პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
შეგახსენებთ, 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგებითაც ოპოზიციონერი პეტერ მადიარის პარტიამ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები