ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში უცენზურო ლექსიკით გაჯერებული პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ირანს ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მან გაიმეორა ადრინდელი მუქარა "ჯოჯოხეთის" მოწყობის შესახებ, თუმცა ამერიკულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევის "კარგი შანსი" არსებობს.
ირანმა ტრამპის "უმწეო, ნერვული და სულელური" უწოდა. ტრამპის ახალი მუქარა ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრს გადარჩენის ინფორმაციას მოჰყვა.
BBC წერს, რომ აშშ და ირანი ორივე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის პოვნას ცდილობდა. F-15-ის პილოტი პარასკევს, თვითმფრინავის ჩამოგდებიდან მალევე იპოვეს.
ირანმა ასევე მნიშვნელოვნად შეაფერხა ტრანზიტი ჰორმუზის სრუტეში — სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო გზაზე, რომელზეც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედი მოდის.
შეფერხებების გამო, ტრამპმა მარტში ირანს სრუტის გახსნისთვის ბოლო ვადა რამდენჯერმე დააწესა. კვირას, 5 აპრილს მან თავის პლატფორმა Truth Social-ზე ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"სამშაბათი ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, ყველაფერი ერთად. მსგავსი არაფერი გინახავთ!!! გახსენით ეს დედა******ლი სრუტე, შეშლილო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ — უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს", — დაწერა ტრამპმა.
მოგვიანებით მან Fox News-ს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის "კარგი შანსი" არსებობდა, თუმცა განიხილავდა "ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას", თუ ომის დასასრულებლად შეთანხმება სწრაფად არ შედგებოდა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ვადები რამდენჯერმე გაახანგრძლივა. 21 მარტს ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით პირველად დაემუქრა, თუ სრუტე 48 საათში "სრულად არ გაიხსნებოდა". ორი დღის შემდეგ მან თქვა, რომ დარტყმებს კიდევ ხუთი დღით — 28 მარტამდე გადადებდა, სანამ ირანთან "კარგი" და "პროდუქტიული" მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ირანმა ოფიციალურ პირებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის რაიმე სახის კონტაქტი უარყო. აღნიშნული თარიღის მოახლოებისას ტრამპმა ბოლო ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გადასწია.
- დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
- "არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
- ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
BBC-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მაჰდი ტაბატაბაიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე მაშინ "გაიხსნება" , როდესაც "ტრანზიტის საფასურის ნაწილს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოიყენებენ". ირანმა მიანიშნა, რომ სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადის დაწესებას გეგმავს.
ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის გენერალმა ალი აბდოლაჰი ალიაბადიმ ტრამპის მუქარას "უმწეო, ნერვული, გაუწონასწორებელი და სულელური ქმედება" უწოდა და დასძინა, რომ აშშ-ის ლიდერისთვის "ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიღება".
ცნობისთვის, დღეს, 6 აპრილს, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე, დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში მედიისთვის სამხედროებთან ერთად განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა.
თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. "ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს" (HRANA) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისისთვის ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მსხვერპლთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.
- დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ
- ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
- ტრამპი აცხადებს, რომ CIA-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი გეია
- დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
- ტრამპი აცხადებს, რომ ირანი დათანხმდა, არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი
- "არავითარი მოლაპარაკება არ შემდგარა და არც ახლა მიმდინარეობს" — ირანული მხარე აშშ-ისთან მოლაპარაკებას უარყოფს
- ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა ხუთი დღით გადაავადა
- "თუ თქვენ დაარტყამთ ელექტროენერგიის სექტორს, დავბომბავთ ელექტროსადგურებს" — ირანი ტრამპის მუქარას პასუხობს
- UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია და კანადა ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
- HRANA: აშშ-ირანის ომის დროს სულ მცირე 1 400 ირანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 214 ბავშვია
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები