მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ
"ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული, მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ", — ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათ "დიდი სურვილი აქვთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი".
"საერთოდ ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იდეა იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში, საქართველო ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგანაც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იქნეს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული, მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე, სამწუხაროდ ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, თუმცა სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მუდმივად მხარდაჭერა აქვს საქართველოს მათი მხრიდან. ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი", — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
"ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს — როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ, იცით საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს და უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული.
ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონებს შორის ცივილიზაციური დიალოგისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის სათავეშია და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ვექტორია", — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 1-ელ აპრილს გაემგზავრა. სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერ დენისა საკოვასთან და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიხარდ რაშისთან. ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები