რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: On.ge
გასული კვირა პოპკულტურისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუმცა, ოსკარის რიგით 98-ე დაჯილდოებამ თითქოს ყველა სხვა ახალი ამბავი დაჩრდილა.
ამ სტატიაში შევაკოწიწეთ გასული კვირის 10 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პოპკულტურაში მოხდა და შესაძლოა გამოგრჩათ.
1. ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
გასულ ორშაბათს კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შედგა და ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ.
ფოტო: Getty Images
მთავარ კატეგორიაში წლის საუკეთესო ფილმი One Battle After Another გახდა, რომელმაც 13 ნომინაციიდან 6-ში გაიმარჯვა. საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა მაიკლ ბ. ჯორდანმა, ფილმისთვის Sinners. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჯესი ბაკლი, ფილმისთვის Hamnet.
მეორეხარისხოვან როლში საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში შონ პენმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი ემი მადიგანი გახდა, ფილმისთვის Weapons.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
2. Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოუშვა
17 მარტს ადამიანი ობობას როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა, სოციალურ ქსელებში ფილმის პირველი კადრების გავრცელება დაიწყო და ამ პროცესში ფანებიც ჩართო. მალევე, Sony-მ Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფოტო: Sony Pictures
აღსანიშნავია, რომ ტრეილერმა 24 საათში 718.6 მილიონი დააგროვა და ისტორიაში ყველაზე ნახვადი ტრეილერი გახდა. მანამდე ყველაზე ნახვადი ტრეილერის ტიტულს ფლობდა ფილმი Deadpool and Wolverine, რომელმაც 24 საათში 365 მილიონი ნახვა დააგროვა.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
3. ინტერნეტი ტიმოთი შალამეზე ხორხოცებდა
ბოლო რამდენიმე კვირაა, ტიმოთი შალამე კრიტიკის ქარცეცხლშია, მიზეზი კი მთელი მსოფლიოს წინაშე იმის აღიარებაა, რომ "ოპერა და ბალეტი კაციშვილს არ აინტერესებს".
ფოტო: Ig
ტიმოთის ამ მოსაზრებამ საზოგადოების ნაწილში წყენა და გაბრაზება გამოიწვია, მსახიობის სიტყვების კრიტიკას მალევე მისი დაცინვაც მოჰყვა.
თუ გსურთ, ტიმოთი შალამე ბალერინას ამპლუაში იხილოთ, ეწვიეთ ამ ბმულს.
4. ლაბუბუზე ფილმს იღებენ
გასულ ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაბუბუს თოჯინები მალე სრულმეტრაჟიან ფილმში გამოჩნდებიან.
ფოტო: Rebecca Rodriguez
კომპანიების განცხადებით, ფილმი ჯერ კიდევ შექმნის საწყის ეტაპზეა.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
5. ინტერნეტსივრცეში $1790-იანი ნაგვის პარკი გამოჩნდა
მგონი, დროა ნაგვის პარკებს მოუფრთხილდე, რადგან ინტერნეტითვის ეს ახალი ტრენდია.
ფოტო: X
არ მოგესმა, გასულ კვირას პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მსახიობი ჯანგ ძინგი უჩვეულო აქსესუარით გამოჩნდა.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
6. Reuters-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ბენქსის ვინაობა დაადგინა
და, ვინ არის ბენქსი — რობინ განინგემი თუ დევიდ ჯონსი? Reuters-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ მხატვრის ვინაობა დაადგინა.
ფოტო: KunstLoft
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
7. Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა
ამასობაში, ფრენკ ჰერბერტის საკულტო საი-ფაის ეკრანიზაცია გრძელდება. Warner Bros.-მა დიუნი 3-ის პირველი ტრეილერი გაავრცელა.
ფოტო: Warner Bros. Pictures
დენის ვილნევის ფილმის ტრეილერის მიხედვით ვიგებთ, რომ წინ პოლ ატრეიდასის აჯანყებებს, კოსმოსური ხომალდების აფეთქებებსა და ახალ ბოროტმოქმედთან ერთად საუცხოო ბრძოლებს ვიხილავთ.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
8. ჰარი სტაილსმა პიცები გაუგზავნა ფანებს, რომლებიც მომღერლის შოუს ბილეთების რიგში ათენებდნენ
გასულ კვირას გრემის მფლობელი მუსიკოსი SNL-ის ჩაწერამდე გულშემატკივრებს პიცითა და ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდა.
ფოტო: Netflix
ფანების თქმით, 32 წლის მუსიკოსმა მათ NBC-ის სატელევიზიო შოუს ჩაწერამდე საჭმელი გაუგზავნა. როგორც მათ აღნიშნეს, სტაილსგან ეს ჟესტი მოულოდნელი იყო.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
9. ზენდეიას თქმით, AI-ის მიერ გენერირებულმა ფოტოებმა "ბევრი ადამიანი გააცურა"
ზოგჯერ რთულია, AI-ის შექმნილი ფოტო თუ ვიდეო რეალურისგან განასხვაო. როგორც აღმოჩნდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ფოტოებმა ბევრ ჩვენგანთან ერთად, ზენდეიას არაერთი ახლობელიც შეიყვანა შეცდომაში.
ფოტო: AI
ზენდეიამ ჯიმი კიმელთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფოტოებმა "ძალიან ბევრი ადამიანი გააცურა".
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
10. BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
დაბოლოს, BTS-ის გულშემატკივრებისათვის გასული კვირა ნამდვილად ფანტასტიკური იყო, რადგან ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, სამხრეთკორეული ჯგუფი ახალი მუსიკით, მსოფლიო ტურნეთი და დოკუმენტური ფილმის ტრეილერით დაბრუნდა.
ფოტო: BANGTANTV
BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ნახვას 27 მარტს, Netflix-ზე შეძლებთ.
ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები