BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს
ფოტო: BBC
13 მარტს, BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ 1 წევრი ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს, რასაც "მსოფლიო რაგბი "ორგანიზებულ სქემას“ უწოდებს.
"მსოფლიო რაგბისა" და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა სქემა, რომელიც გულისხმობდა ნიმუშის სავარაუდო შეცვლასა და დოპინგ-ტესტების ჩატარების შესახებ წინასწარ გაფრთხილებებს.
"ოპერაცია ობსიდიანის" სახელით ცნობილი გამოძიება 2023 წელს დაიწყო და აღმოაჩინეს ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეები, სავარაუდოდ, შარდის ნიმუშებს ცვლიდნენ.
WADA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლებმა ასევე აცნობეს მოთამაშეებს მომავალი ტესტირების შესახებ, დოპინგ-კონტროლის ოფიცრები სათანადოდ არ აკვირდებოდნენ სპორტსმენებს ტესტირების დროს და არ ესწრებოდნენ შარდის შეგროვებას.
"მსოფლიო რაგბის" განცხადებაში ეს მოხსენიებულია, როგორც "ორგანიზებულ სქემა, რომელიც გულისხმობდა რეკრეაციული ნარკოტიკების გამოყენებას და ნიმუშის ჩანაცვლებას". მათივე თქმით, შვიდი ადამიანი ბრალდებულია და სანქციები დაეკისრა.
ჩართული პირები არ არიან დასახელებულნი და "მსოფლიო რაგბიმ" განაცხადა, რომ "ვერ გააკეთებენ დამატებით კომენტარს მანამ, სანამ არ დასრულდება სრული დისციპლინური პროცესი და შედეგები და სანქციები არ გამოქვეყნდება“.
მათი ცნობით, გამოძიება "დაიწყო მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბის სპორტსმენთა პასპორტების მართვის პროგრამამ, რომელიც 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო თასამდე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა, შარდის ნიმუშებში დარღვევები გამოვლინდა".
საქართველო საფრანგეთში თავის ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ოთხი თამაშიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.
WADA-მ დასძინა, რომ ამჟამად სხვა სპორტის სახეობებში მონაწილე ქართველი სპორტსმენების ნიმუშებს ამოწმებს.
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და შოკს გამოიწვევს ქართულ სპორტსა და მთავრობაში, ასევე გლობალურ ასპარეზზე", — განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა ვიტოლდ ბანკამ. "ამით ამბავი არ სრულდება, რადგან ახლა ქართული სპორტის უფრო ღრმად შესწავლა მიმდინარეობს. WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და ახლა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ საყოველთაო ცვლილებები", — დასძინა მან.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები