ერაყის წყლებში გემი დაიბომბა, სადაც 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა — მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან
12 მარტს, ერაყის წყლებში, ბასრასთან ახლოს, ორი ნავთობტანკერი დაბომბეს. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, ერაყის სანაპიროდან ხუთი საზღვაო მილის დაშორებით, ჩრდილოეთ ყურეში, ტანკერებს "უცნობი ჭურვი დაეცა".
პირველი, Safesea Vishnu, აშშ-ის საკუთრებაშია და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს, იტყობინება გემების თვალთვალის ვებსაიტი Marine Traffic. ის ინდოეთისკენ მიემართებოდა.
მეორე, Zefyros, საბერძნეთის საკუთრებაშია და მალტის დროშის ქვეშ მცურავს და ერაყის სხვა პორტისკენ მიემართებოდა, განაცხადეს ოფიციალური პირებმა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ნავთობტანკერ Zefyros-ზე, რომელზეც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.
"ბათუმელები" დაუკავშირდა გემზე მყოფი ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლეს, რომელმაც გვითხრა, რომ როგორც მისი ქმარი, ისე სხვა მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, ორივე გემზე დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ეკიპაჟის ყველა წევრის ევაკუირება მოხდა.
ერაყის საინფორმაციო სააგენტო სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟის 38 წევრი გადარჩა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ერაყის პორტების გენერალური კომპანიის (GCPI) გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ნავთობტერმინალებში ოპერაციები შეჩერებულია, მაგრამ კომერციული პორტები კვლავ ფუნქციონირებს.
BBC წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთ გემზე განხორციელდა თავდასხმა.
ადგილობრივი დროით 06:19 საათზე (02:19 GMT), დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ მან მიიღო შეტყობინება კონტეინერმზიდ გემზე "უცნობი ჭურვის დარტყმის შესახებ, რამაც გამოიწვია მცირე ხანძარი გემზე", არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან დაახლოებით 35 საზღვაო მილის დაშორებით — ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.
ორივე დარტყმის მიზეზი გამოძიების პროცესშია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები