OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი
2026 წლის თებერვლის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიერ "ასტრომეცნიერებებისა" და "ასტროარქეოლოგიის" კურსებზე მიღების გამოცხადებას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა, მალე კი ორივე მათგანი ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოიღეს.
პროგრამების უკან მდგომი იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი კი კვლავ აგრძელებს საქმიანობას. ის რამდენიმე თვით ადრე იბერიული გემატრიის სპეციალისტმა, ალეკო (ალიკო) ცინცაძემ დააარსა. თავად ცენტრის განცხადებით, ცენტრი KIU-ს შემადგენლობაშია და დაფინანსებას საქართველოს მთავრობისგან იღებს.
პორტალ "განათლებაზე" განთავსებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გემატრია არის ნუმეროლოგიური სისტემა, რომელიც ასოებსა და სიტყვებს რიცხვით მნიშვნელობას ანიჭებს, რათა წმინდა ტექსტებში ფარული ან ეზოთერული მნიშვნელობები გამოავლინოს. 2025 წლის სექტემბერში ცენტრის გახსნა პროსამთავრობო მედიასაშუალებებმა ფართოდ გააშუქეს. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ტურავამ ცენტრის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში "ინტერდისციპლინარული მიდგომების დანერგვას" შეუწყობდა ხელს. ტურავამ სიტყვა ასე დაასრულა — "ჩვენ მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, რომ ამ დიდი მეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის, თანამედროვენი ვართ".
ცინცაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, რომ მისი კვლევა ნაწილობრივ მესამე რაიხის პერიოდის გერმანულ აკადემიურ წყაროებს ეყრდნობა. ერთ-ერთ პოდკასტში მან თქვა, რომ ჰაინრიხ ჰიმლერის SS-ის დანაყოფის "ანენერბეს" მიერ შექმნილ ნაშრომებს იყენებს, რომელიც ნაცისტური გერმანიის რასობრივი იდეოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტად ითვლებოდა.
"ახლა მე ამ [ანენერბეს] ნაშრომებს ძალიან მოხერხებულად ვიყენებ: თუ რაიმე მნიშვნელოვანი შესწორებაა საჭირო, გერმანელი მეცნიერების ნაშრომებს ვეძებ, რადგან გერმანელები ამ კვლევებში ქართველებს ნამდვილად აღემატებიან — მათ ეს ჰიტლერის პერიოდში, ოფიციალური დავალებით შეისწავლეს და შემდეგ ეს ინერციით გაგრძელდა. ამიტომ ამას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს," — თქვა ცინცაძემ.
ცინცაძემ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი აღმოჩენა ძილბურანში გააკეთა, საკუთარ თავს კი დავით აღმაშენებელს ადარებს.
ალიკო ცინცაძე
ფოტო: ალიკო ცინცაძე
საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლიკა ღლონტმა OC Media-ს განუცხადა, რომ ცინცაძის ამ ქმედებებმა "წარმოქმნა ნდობის პრობლემა, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე ადგილობრივი სტუდენტების მოზიდვაში".
მისი თქმით, KIU-მ უნივერსიტეტის შესაძლო სტუდენტთა რაოდენობის მხოლოდ ნახევრის ჩარიცხვა შეძლო და "ბოლო მოვლენები ადგილობრივ აბიტურიენტების ჩარიცხვას ნამდვილად არ წაახალისებს".
გერმანული კავშირი
2020 წელს KIU ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა "ქართუ ჯგუფმა" დააარსეს. უნივერსიტეტის შექმნას რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი პროცესი უძღოდა წინ, რომელშიც 2017 წლიდან მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
მართველ პარტიის მიერ გატარებულ განათლების რეფორმაზე ევროპის სხვა, მათ შორის გერმანიის, უნივერსიტეტების მიერ გამოთქმული შეშფოთებების მიუხედავად, სტრატეგიული პარტნიორობა TUM-სა და KIU-ს შორის კვლავ გრძელდება.
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც არ გადის ინსტიტუციური ავტორიზაციის პროცესს და რომლის სასწავლო პროგრამებიც პროგრამულ აკრედიტაციას არ ექვემდებარება," — განმარტავს ლიკა ღლონტი.
მისივე თქმით, ასეთი განსაკუთრებული სტატუსი შეიძლება აიხსნას იმით, რომ უნივერსიტეტი ივანიშვილის პირად პროექტად ითვლება.
"[ივანიშვილი] საკუთარ უნივერსიტეტში თავისუფლად აკეთებს იმას, რაც სურს, ხშირად არც აღმასრულებელ ორგანოებს და არც საერთაშორისო პარტნიორებს არ უთანხმებს," — ამბობს ღლონტი.
ღლონტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს, შესაძლოა, ახალი კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ. მართლაც, როდესაც OC Media-მ კომენტარისთვის TUM-ს მიმართა, უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ახლად შექმნილი ცენტრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მათ არც ცინცაძის იმ განცხადებაზე გაუკეთებიათ კომენტარი, რომელიც ნაცისტური გერმანიის თეორიების გამოყენებას ეხებოდა. ამ საკითხის მიმართ გერმანიაში განსაკუთრებული მგრძნობელობაა და მის მიმართ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სამართლებრივი რეგულაცია მოქმედებს.
როგორც ჩანს, ახალი პროგრამების შემოღება არც KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთვის იყო ცნობილი — ორგანოსთვის, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების რეკომენდაციებზეა პასუხისმგებელი.
ფოტო: OC Media
საბჭოს თავმჯდომარეა ვოლფგანგ ჰერმანი, TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი და KIU-ს საპატიო თავმჯდომარე. საბჭოში ასევე შედიან TUM-ის კიდევ ორი წარმომადგენელი და სხვა გერმანელი მეცნიერები. ჰერმანმა OC Media-ს უთხრა, რომ არც იბერიული ცენტრის შექმნა და არც ასტრომეცნიერებასთან დაკავშირებული პროგრამების დანერგვა საბჭოსთვის არ წარუდგენიათ.
"კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ უნდა გავერკვე, რას ნიშნავს ასტროლინგვისტიკა, რადგან პირველად მესმის. მალე უფრო დეტალურად შევისწავლით ამ თეორიას, თუმცა არ მგონია, რომ ის ჰიტლერის რეჟიმის შთაგონებით იყოს შექმნილი. დაველოდოთ საკითხის სრულად შესწავლას," — თქვა ჰერმანმა და დაამატა, რომ ცინცაძის შესახებ მანამდე არაფერი სმენია.
მიუხედავად იმისა, რომ ასტრომეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამები 26 თებერვალს ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოიღეს, იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი KIU-ში კვლავ აგრძელებს საქმიანობას. KIU-ს ხელმძღვანელობამ OC Media-თან კომენტარი არ გააკეთა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები