ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ეუთოს წარმომადგენლებთან საპატიმროში მყოფ ადამიანებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებსა და საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე, სახვა საკითხებთან ერთად, საპატიმროებში მყოფ ადამიანებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებსა, საკონსტიტუციო სარჩელზე და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების სტატისტიკის ზრდაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ძირითადად ადამიანის უფლებების საკითხები აინტერესებდათ და იმ ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც სახალხო დამცველმა პარლამენტში შარშან წარადგინა. მან ასევე განმარტა, რომ საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებულია საპატიმროში მყოფი ადამიანებთან და 2024 წლის დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. იმ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი, რომელიც პარლამენტში შარშან წარვადგინე და რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თბილისის ქუჩებში, მათ შორის დღეს საპატიმროში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. ასევე, საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებულია ამ საქმეებზე და სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ საკითხებზე ჩემგან დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია", — განაცხადა იოსელიანმა (IPN).
ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ეუთოს წარმომადგენლების პოზიციას თავად ვერ გააჟღერებს და ამაზე ისინი თავად ისაუბრებენ. მისივე თქმით, მან საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა, სადაც მიღებული კანონმდებლობის ნაწილის ცვლილება მოითხოვა, რომელიც განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას, ნიღბების ტარების აკრძალვას და ა.შ ეხება.
"მათ მაგივრად პოზიციის გაჟღერება გამიჭირდება, ალბათ, თვითონ ისაუბრებენ. შემიძლია ვთქვა იმ საქმიანობაზე, რასაც მე, როგორც სახალხო დამცველი ვახორციელებ. ალბათ, იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი წარვადგინე სასამართლოში, სადაც მოვითხოვე მიღებული კანონმდებლობის ნაწილის ცვლილება, რადგან მიმაჩნია, რომ არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სარჩელი წარდგენილია იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას, ნიღბების ტარების აკრძალვას და ა.შ. ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ აქციების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეების განხილვას, ამ საკითხზე სახელმწიფოს რეაგირებას და ჩვენს როლს. ამ ყველაფრის ირგვლივ მათ ინფორმაცია მივაწოდე. რაც შეეხება ბოლო [საკანონმდებლო] ცვლილებებს, დამუშავება მიმდინარეობს. თუ დავინახავთ, რომ ისიც მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან ან ჩვენს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას კითხვები ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკის ზრდაზე.
"ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევები გაზრდილია, ვიდრე წინა წლებში იყო. ამაზეც იყო საუბარი, დაისვა კითხვა, ხშირად იყენებს თუ არა დღეს სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას და კი, ეს ასე არის. ეს შემიძლია დავადასტურო. შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს უფრო ხშირად ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც ღონისძიების გამოყენება, ვიდრე ეს 2024 წელს ან 2023 წელს ხდებოდა," — თქვა იოსელიანმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები