ჟურნალისტების დაცვის პლატფორმა: 2025 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელი ტემპით გაუარესდა
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ მედიის თავისუფლების მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. პლატფორმა ევროპის საბჭოსა და 15 საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჟურნალისტური გაერთიანებისგანაა შექმნილი. ანგარიში 2025 წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ასახავს და პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI), მიერაა მომზადებული.
საბჭოს შეფასებით, 2025 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელი ტემპით გაუარესდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჯამში უსაფრთხოების პლატფორმიდან 32 გაფრთხილება იქნა გაგზავნილი — რაც 2024 წელთან შედარებით 78%-ით გაზრდილია.
საბჭოს განმარტებით, აღნიშნული სიგნალები მედიის თავისუფლების სისტემურ შევიწროებაზე მიუთითებს , რომელსაც ინსტიტუციური რეპრესიები, პოლიტიზებული სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარება, ხელისუფლების გავლენა და ძალაუფლების შემზღუდავი მექანიზმები განაპირობებს.
ანგარიშში ასევე ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზეა საუბარი. საბჭოს შეფასებით, ამაღლობელის დაკავების შემდეგ, მედიამენეჯერთან დაკავშირებული ორგანიზაციები შანტაჟის, დამცირების და ეკონომიკური ზეწოლის ობიექტები მიზანმიმართულად გახდნენ.
საბჭოს შეფასებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მხოლოდ ადმინისტრაციული დევნა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას მძიმე სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, "რაც ცხადყოფდა, რომ ჟურნალისტი დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მიზანმიმართულად ისჯებოდა".
ანგარიშში მოყვანილია ასევე მზია ამაღლობელის The Guardians-თვის მიწერილი წერილიც.
"ხშირად მემართება სისუსტე. თვალებზე ცრემლი მომდის. მაგრამ არ შემიძლია ჩუმად ვიყო — ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს ჟურნალისტიკა, საქმე, რომელსაც 25 წელია ვემსახურები... და გთხოვთ თქვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს — ნუ გაუშვებთ ხელს. ერთად ჩვენ შევძლებთ თავისუფლების შენარჩუნებას, რადგან თავისუფლება სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია," — წერს ამაღლობელი.
ანგარიშში ასევე "მედიაჩეკერის" ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის და "პუბლიკას" ჟურნალისტის, მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილის დაკავებებია ნახსენები.
"თვითნებური დაკავებები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. 2025 წლის 3 ნოემბერს, "მედიაჩეკერის" ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე გზის გადაკეტვის ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მან პროტესტი გააშუქა.
მანამდე, ოქტომბერში, პოლიციამ ასევე ანალოგიური მიზეზით, პუბლიკას ჟურნალისტი მამუკა მგალობლიშვილი დროებით დააკავა," — ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მაგალითებისა, ანგარიშში მედიის შემზღუდველ კანონებზეცაა საუბარი. ანგარიში ოცნების პარლამენტის მიერ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებაზე, ComCom-ის მიერ ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" დაჯარიმებაზე, ოპოზიციურად განწყობილი მედიების ანგარიშების დაყადაღებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტების, ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ჩიქოვანის სამსახურიდან გათავისუფლებაზეა საუბარი.
გარდა ქართველი ჟურნალისტებისა, საბჭოს აზრით, ხელისუფლება უცხოურ ჟურნალისტებსაც ავიწროებს.
"უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შორის ბრიტანელ უილ ნილს, ფრანგ ფოტორეპორტიორ ჟერომ შობოს, იტალიელ ჯაკომო ფერარას და შვეიცარიელ გრეგორ ზომერს, საქართველოში შემოსვლა არაერთხელ შეუზღუდეს," — ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მედიის წარმომადგენლებზე ათეულობით თავდასხმის ფაქტი და სამართალდამრღვევები დაუსჯელად რჩებიან.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები