ურსულა ფონ დერ ლაიენი: "თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს"
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წერილს უპასუხა. მათ წერილი 2025 წლის სექტემბერშ გაგზავნეს, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა.
წერილის ავტორები არიან — ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გივი თარგამაძე, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე.
ლაიენი საპასუხო წერილში მადლობას უხდის პოლიტიკოსებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს. ის წერს, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს".
ლაიენის განცახდებით, ევროკომისიამ შესაბამისი ზომებიმიიღო — ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, პოლიტიკური კონტაქტების შემცირება, ვიზის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება, რაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში უკვე დაასკვნა".
"მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ შეშფოთებას გამოხატავთ.
გთხოვთ, ნება მომცეთ ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ყველა ძალისხმევას ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.
საქართველოში ბოლო ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მკაცრი რეაგირება მოახდინა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საარჩევნო დარღვევებთან, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასთან და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს.
მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების ფარგლებში, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის, ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და პოლიტიკური კონტაქტების შემცირება. დამატებით, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ დააწესა ვიზის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება საქართველოსთან, რაც ეხება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, როგორც ეს უკვე დაასკვნა ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში.
ვიზების შეჩერების მექანიზმის უახლეს ანგარიშში, რომელიც 2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მნიშვნელოვან მაჩვენებლებში — მმართველობის, სამართლის უზენაესობის, სავიზო შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რაც წარმოადგენს უვიზო მიმოსვლის საფუძველს. აღნიშნული უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო დამატებითი ზომების პროცედურა განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეჩერების ერთგვაროვანი გამოყენება ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს.
წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში შესაძლო დამატებითი ზომების გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებზე წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი ჯერ არ მიღწეულა, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხზე. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება საბჭოში წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღება.
ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მხარდაჭერის. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპული მომავლისკენ მისწრაფებების გზაზე," — წერს ლაიენი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები