რატომ ვეძალებით ტკბილს, როცა სტრესი გვეძალება?
ფოტო: Freepik
როცა ორგანიზმი გემრიელობას გვთხოვს, მაშინვე ნამცხვრები, შოკოლადები თუ სხვა სახის ტკბილეულობა გვახსენდება. შესაძლოა, ერთი ნაჭერი ჩიზქეიქი და ნაყინით სავსე დიდი ჯამი გემრიელი იყოს, თუმცა ამ დოზით ტკბილეულობის მირთმევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. რეალურად კი, ამ ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევის მიღმა ფსიქოლოგიური ფაქტორი იმალება.
რატომ მთხოვს ორგანიზმი ტკბილეულსა და შაქარს?
პირველ რიგში — გემრიელია.
საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ხშირად ატარებენ კვლევებს იმის დასადგენად, თუ რომელი ინგრედიენტები ახდენს ყველაზე ძლიერ ზემოქმედებას გემოს რეცეპტორებზე.
ფოტო: Freepik
"ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ისიამოვნოს იმით, რაც გვაბედნიერებს", — ამბობს დიეტოლოგი, ანა ტეილორი — "კერძოდ, შაქარი ტვინში გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, მაგალითად სეროტონინს, რომელიც თავს კარგად გვაგრძნობინებს".
შესაბამისად, ჩვენს სხეულს ამ სიამოვნების შეგრძნება უფრო და უფრო მეტად უნდება.
საკმარის საკვებს არ იღებთ
დილის ყავით დაწყებით და შუადღეს სალათის მირთმევით თქვენს ორგანიზმს კარგ საქმეს ნამდვილად უკეთებთ.
ცნობილია, რომ ცარიელი ნახშირწყლების მიღება, მაგალითად — ჩიფსი, ტკბილეული და ორცხობილა, დღის ბოლოს ნიშნავს იმას, რომ კალორიები ცხიმის სახით შეინახება. კიდევ ერთი ჩვევა, რომელიც შესაძლოა შაქრის მოთხოვნილებას ზრდიდეს, კვების გამოტოვება ან კვებებს შორის დიდი ინტერვალის დატოვებაა (მაგალითად, დილით საუზმის მირთმევა და შემდეგ საღამომდე არაფრის ჭამა).
ფოტო: Freepik
"შაქრის მიღების ძლიერი სურვილი სეროტონინის დაბალმა დონემაც შეიძლება გამოიწვის", — განმარტავს ტეილორი — "ამიტომ, მოწყენილობისა თუ სტრესის დროს შაქარი განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება".
სტრესში ხართ
შესაძლოა, ხშირად აღმოაჩინოთ, რომ ზედმეტად ბევრ ტკბილეულს მიირთმევთ. შემდეგ ჯერზე, როცა ეს მოხდება, ყურადღება მიაქციეთ თქვენი სტრესის დონეს. დღის დასაწყისში, ხომ არ გინერვიულიათ უნივერსიტეტში ან სამსახურში?
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ასეთ სიტუაციაში ნაყინი ან სხვა ტკბილეული მოგინდებათ.
ფოტო: Freepik
ეს იმიტომ ხდება, რომ სტრესის ჰორმონები ხელს უწყობს შაქრისადმი მიდრეკილებას, რაც ზრდის გრელინის დონეს. გრელინი, იგივე შიმშილის ჰორმონი, ასტიმულირებს თქვენს მადას. კვლევები აჩვენებს, რომ გრელინის დონის მატებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შაქრისადმი მოთხოვნილებას.
"ეს იწვევს ძლიერი შიმშილის გრძნობას, რის შედეგადაც გიჩნდებათ სურვილი ნებისმიერი ტკბილეული მიირთვათ, რომელიც კი ხელში მოგხვდებათ", — ამბობს ტეილორი.
საკმარისად არ გძინავთ
კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ტკბილეულობის მიმართ მოთხოვნილება გაზარდოს — უძილობაა. რასაკვირველია, ყველამ ვიცით, რომ დღეში 7 საათი უნდა გვეძინოს, თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებთ ამას.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ძილის უკმარისობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ აღიქვამს თქვენი ტვინი საკვებს და როგორ მართავს მის მიმართ ლტოლვას.
და როგორ ვუშველო ამ ჩვევას?
ექიმი ტეილორი გვირჩევს, რომ, როცა ტკბილი მოგვინდება რამდენიმე საათით გავისეირნოთ, დავლიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღ სასუსნავებსა და დავიძინოთ 7-9 საათის განმავლობაში.
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
კომენტარები