საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: მტკიცება, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს II ფრონტის გახსნისკენ, დეზინფორმაციას
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებენ სათაურით: "რა დევს სასწორზე საქართველოსთვის?"
ელჩები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას და მოუწოდებენ რუსეთს, კეთილსინდისიერად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე.
რაც შეეხება საქართველოს, ელჩები აცხადებენ, რომ "მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი".
"2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურყევად იდგნენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ. აქ, თბილისში, ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს სამი ელჩი, სიტყვით გამოვდივართ უკრაინის საელჩოსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას გავუწიოთ კონკრეტული და გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად.
2025 წელი გამორჩეული იყო, "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში მობილიზაციისა და ერთიანობის უპრეცედენტო დონით. 2026 წლის 6 იანვარს პარიზის შეხვედრა გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, რომელმაც დაადასტურა ევროპას, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის კონვერგენცია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ. უფრო კონკრეტულად:
• აშშ-ს ხელმძღვანელობით მომავალი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
• უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ;
• ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების განლაგებისთვის მზადების გაგრძელება;
• რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებების სამართლებრივი ტრანსპოზიცია, სოლიდარობის მექანიზმების მეშვეობით.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით.
ჩვენი პრინციპები ნათელია: უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული; უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა; ხოლო უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს. ევროპის შესახებ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ევროპელების გარეშე. საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას და მოვუწოდებთ რუსეთს, კეთილსინდისიერად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ მშვიდობისკენ ისწრაფვის, მაშინ როცა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მისი განმეორებითი დარტყმები აჩვენებს რუსეთის უარს, აწარმოოს მოლაპარაკებები ომის დარეგულირების საკითხზე.
ამ თვის დასაწყისში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უხელმძღვანელეს უკრაინის თავდაცვის 50-წევრიანი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. 2025 წელს ამ ჯგუფმა უკრაინისთვის დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება შეაგროვა. 2026 წლისთვის უკვე შეთანხმებულია დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის გამოყოფა. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის შტაბების უფროსებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც ჩამოაყალიბეს ევროპული თავდაცვის ხარჯების გაზრდის არგუმენტები რუსული საფრთხის გათვალისწინებით, სადაც ნათქვამია: "ამ მცდელობას მორალური განზომილება აქვს. გადაიარაღება არ არის ომის წაქეზება; ეს არის იმ ერების პასუხისმგებლიანი ქმედება, რომლებიც გადაწყვეტილნი არიან დაიცვან თავიანთი ხალხი და შეინარჩუნონ მშვიდობა. ძალა აკავებს აგრესიას, სისუსტე კი იწვევს მას".
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტოს მისი დაბომბვა და დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას. ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს - ენერგეტიკულ მდგრადობას.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
-
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
გადახედვა
-
28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ 28 თებერვალს პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
გადახედვა
-
28 თებერვალი — Extra.ge-ს დაბადების დღე! 28 თებერვალი — Extra.ge-ს დაბადების დღე!
-
6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს 6 ოპოზიციური პარტია ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი შვიდი სამეფოს რაინდი — წლის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი
გადახედვა
-
SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას! SJC: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ ომის სწრაფად, სამართლიანად და გამარჯვებით დასრულებას!
გადახედვა
-
საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: მტკიცება, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს II ფრონტის გახსნისკენ, დეზინფორმაციას საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩები: მტკიცება, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოუწოდეს საქართველოს II ფრონტის გახსნისკენ, დეზინფორმაციას
გადახედვა
-
ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა ევროკომისია: ომის ოთხი წლისთავზე, ჩვენს შტაბ-ბინაზე უკრაინის ფერები უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამძლეობის შეხსენებაა
გადახედვა
-
Wednesday-ს მე-3 სეზონის სამსახიობო შემადგენლობა უკვე ცნობილია — იხილეთ სია Wednesday-ს მე-3 სეზონის სამსახიობო შემადგენლობა უკვე ცნობილია — იხილეთ სია
გადახედვა
-
ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს ნობელიანტმა ქიმიკოსმა მანქანა შექმნა, რომელიც ჰაერიდან დღეში 1000 ლიტრ წყალს გამოყოფს
გადახედვა
-
საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს საჰარის უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს — მას თავის ქალაზე უცნაური გამონაზარდი აქვს
გადახედვა
-
რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე რა არის ტეტჩერის ეფექტი? — გამოცადეთ საკუთარ თავზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა
-
Zeekr 9X უკვე საქართველოშია — Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა Zeekr 9X უკვე საქართველოშია — Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
-
YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს YouTube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო მუზეუმში გამოფინეს
გადახედვა
-
ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
-
მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია მოძრაობა "ხმა": მაია კაკიაშილის ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი ქვიზი: გამოიცანი ნამდვილი ცხოველია თუ გამოგონილი
კომენტარები