ადვოკატი: პირი, რომელიც გელა ხასაიას თავდასხმაში ბრალს დებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კგ-იან სკუტერს მიათრევს
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე.წ დაზარალებული შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კილოგრამიან სკუტერს მოათრევს, ხოლო გელა ხასაია შემთხვევიდან 6 წუთის შემდეგ ადგილზე რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით გაივლისს. დაზარალებული ხასაიას "თავდასხმის შედეგად ხელის მოტეხვაში" სდებს ბრალს.
"ბრალდების მტკიცებით, მან სხვა პირთან ერთად ხელი მოტეხა დაზარალებულს ჩხუბისას.
მორიგი სასამართლო სხდომის ფარგლებში, 19 თებერვალს, გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები. რეალურად, ერთადერთი ობიექტური მტკიცებულება საქმეში:
1. დადასტურდა, რომ ე.წ დაზარალებული, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში “მოტეხილი ხელით” მიათრევს საორიენტაციოდ 20 კილოგრამიან სკუტერს და დროგამოშვებით იმავე ხელით უპრობლემოდ იყენებს მობილურ ტელეფონს;
2. გელა ხასაია შემთხვევის ადგილზე ფიქსირდება შემთხვევამდე 27 წუთით ადრე და მოგვიანებით, შემთხვევიდან 6 წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გაივლის რადიკალურად განსხვავებული მიმართულებიდან მომავალი;
3. დადასტურდა, რომ სხვა მოწმეების მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ტყუილია და ეწინააღმდეგება ვიდეომტკიცებულებებს.
საქმეში კვლავ არ არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომ დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა.
ჩვენ ვაგრძელებთ გელა ხასაიას დაცვას სასამართლოში, თუმცა, შეუძლებელია ამ მასშტაბის უსამართლობაზე რეაქციისგან თავის შეკავება ნებისმიერ ფორმატში," — წერს ომარ ფურცელაძე.
24 დეკემბერს, ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა, რომ იმ თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რომელზეც ოპოზიციონერ აქტივისტს ედავებიან — უწყებამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაანადგურა, რითაც ხასაიას უდანაშაულობა დადგინდებოდა. ფურცელაძემ ასევე დასძინა, რომ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს.
ცნობისთვის, გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. სასამართლო გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურ ძალადობას ედავება. პროკურატურის განმარტებით, ხასაიამ და ქერდიყოშვილმა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაზ ჩადუნელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს — მიუხედავად ჯგუფური ძალადობის მუხლისა, ბრალდებულები აცხადებენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. 3 დეკემბერს, ვასილ ქერდიყოშვილმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობს.
გელა ხასაია დღემდე არ აღიარებს ბრალს, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
- პროკურატურამ გელა ხასაიას ბრალდება წარუდგინა — მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
- შსს-ს ცნობით, გელა ხასაიას მომჩივანი მასზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია
- ზურაბ ჯაფარიძე: გელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები