ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძეს პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს.
პროცესი დახურული იყო, მას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. თუმცა, პროცესის დახურვამდე სიტყვა თქვა ბრალდებულმა ელისო კილაძემ. მის ჩანაწერს "ტვ პირველი" ავრცელებს.
"მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ამ ქვეყანაში, ქოლ-ცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ ამას თურმე იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხელი შემეშალა კონკურენტების საქმიანობაში [...] ყველაზე მთავარი, ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, რომლის 3 წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ: ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე გავიცანი პროცესზე. დათო მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დათო მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი და მაინც მოვახერხებ ამის გაშუქებას. [...]
რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როცა დარბაზში ჩემი კოლეგები სხედან და ჩემი თანამშრომლები სხედან და მე მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო იმიტომ, რომ ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. ეს პროკურატურა გახდა რაღაცა ჩაკეტილი სივრცე, რაც მას უნდა მარტო იმაზე ლაპარაკობს საჯაროდ და რაც მას არ უნდა, სხვა ადამიანებს არ აძლევს ამაზე საუბრის საშუალებას, ეს მარტო ამ საქმეზე არ არის.
ისიც ძალიან კარგად ვიცი, ჩემ მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი დანიშნული და მისი მეგობარია. მესმის ყველაფერი, რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში იმიტომ, რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ. ისევე როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და კომპრომისზე ამ საქმეში არ წავალ. სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი და მე ამ ცხოვრებაში არაფერი მეტი არ შემიქმნია. [...] მე მინდა საჯაროობა", — თქვა კილაძემ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
"ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს: გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას", — აცხადებს პროკურატურა.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
- ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
- ბენ ანორის ადვოკატის განცახდებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა
- ელისო კილაძე: "ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით"
- მიხეილ სააკაშვილი: ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში!
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები