ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზი "მსოფლმხედველობაა" და არა "სოციალური მიზეზი"
დღესოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, ქვეყნის მიგრაციისა და დემოგრაფიის საკითხზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოში შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არ აქვს და ეს "მსოფლმხედველობის პრობლემაა". ოცნების პრემიერმა ასევე დასძინა, რომ ეს ყველაფერი ე.წ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ბრალია და მაგალითად 90-იანი წლები მოიყვანა, როცა, გაჭირვების მიუხედავად, საქართველოში ბევრად მაღალი შობადობის დონე იყო.
"შობადობას რაც შეეხება, ერთი საინტერესო დეტალია იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის შემცირებას. 90-იან წლებში პირველ რიგში როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას, საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ, მაშინ იყო ბევრად უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი საქართველოში ვიდრე არის დღეს, და ასევე საინტერესო დეტალია რომ მე-3 და მე-4 ბავშვის შობადობის ნაწილში 2024 წლიდან არის მომატებული მაჩვენებლები და არის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩულებული, მკვეთრად იკლებს და დრამატულად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი.
აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც პირველ რიგში უნდა დავუპირისპირდეთ დადებითი გაგებით, საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა, ინტერესი არის შემცირებული ქორწინების კუთხით და ქორწინება-განქორწინების სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რაც აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, ძალიან მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის პრობლემები.
ჩრდილოეთ ამერიკაშიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე და სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში ფსევდო ლიბერალური იდეოლოგია ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარალმენტის მიერ მიღებული კანონი, ამ კანონთან დაკავშირებითაც ხედავთ რამხელა კრიტიკა წამოვიდა როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის, ისე მათი უცხოლელი მხარდამჭერების მხრიდან, სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება იმისათვის რომ შეიცვალოს, საზოგადოების მსოფლმხედველობა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფულ პროცესებს.
მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობის მიმართულებით, ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ფინანსური პრივილეგიების დაწესების საკითხი და ასეთი ზომები მიღებულ იქნა გასული წლების განმავლობაში," — თქვა კობახიძემ.
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები