ჩრდ. კორეა აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის აკრძალვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაეთანხმება
ფოტო: Reuters
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის სრულ აკრძალვას მხარს უჭერს, ამის შესახებ გაეროში ჩრდილოეთ კორეის მუდმივმა წარმომადგენელმა კიმ ინ რენმა განაცხადა.
გენერალური ასამბლეის განიარაღების კომიტეტში გამოსვლისას დიპლომატმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ მიღებულ კონვენციას ის სრულად ეთანხმება:
"მაგრამ მანამ, სანამ აშშ ბირთვული იარაღით ჩრდილოეთ კორეას აშანტაჟებს და ემუქრება, ჩვენ არ შევუერთდებით შეთანხმებას".
კიმ ინ რენის განმარტებით, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის ქონა ფხენიანისთვის "თავდაცვის გამართლებული ხერხია":
"დიდი ხნის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ უგრძვნია აშშ-ის მხრიდან ასეთი დიდი და პირდაპირი ბირთვული საფრთხე".
მისივე თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ბირთვული ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს. მანვე განაცხადა, რომ სანამ აშშ-ის მხრიდან საფრთხე არ იკლებს, ისინი მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებენ:
"აშშ-ის მთელი ტერიტორია ჩვენი რაკეტების საფრენ ზოლში არის და თუ ისინი ოდნავ შემოჭრასაც გადაწყვეტენ, ჩვენს სასტიკ დასჯას ვერ გადაურჩებიან".
19 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სადებიუტო გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამერიკა საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს.
რამდენიმე დღის შემდეგ საპასუხო განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინიმ. მისი თქმით, აშშ-ის "შეშლილი" პრეზიდენტის განცხადებამ ატომური იარაღის განვითარების აუცილებლობაში დაარწმუნა. კიმის განცხადებით, ის აიძულებს ტრამპს, პასუხი აგოს თავისი სიტყვების გამო.
გაერომ, ბირთვული იარაღის გამოცდის გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. 3 სექტემბერს ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. 2006 წლის შემდეგ ეს იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე გამოცდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები