ტესტი: რომელი მეცნიერი ქალი იქნებოდი?
თქვენი შედეგია: ჯეინ გუდოლი
გუდოლმა შიმპანზეების კვლევაში რევოლუცია მოახდინა. მან ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც ქალმა, რომელმაც ამ ცხოველებში ადამიანური თვისებები დაინახა და გაგვაცნო. იგი ტანზანიაში ველურ შიმპანზეებთან ერთად ცხოვრობდა, აკვირდებოდა და დღითიდღე რწმუნდებოდა, რამდენად ბევრი საერთოა მათსა და ჩვენ შორის.
იხილეთ: ვინ იყო ჯეინ გუდოლი — კაცობრიობის ელჩი შიმპანზეებთან .
თქვენი შედეგია: როზალინდ ფრანკლინი
1952 წელს ბრიტანელმა ქიმიკოსმა, როზალინდ ფრანკლინმა, დნმ-ის რენტგენული გამოსახულება მოიპოვა. ამის შედეგად მივიღეთ პირველი მონაცემები, რომლებიც აღნიშნული მოლეკულის სტრუქტურაზე მიუთითებდა. საბოლოოდ, ამან დნმ-ის სპირალური სტრუქტურის აღმოჩენა გახადა შესაძლებელი, თუმცა ამ მიგნებაში როზალინდის წვლილი დიდი ხანი ყურადღების მიღმა რჩებოდა.
თქვენი შედეგია: ადა ლავლეისი
ადა ლავლეისს მათემატიკა იტაცებდა და იმ დროის ცნობილი მათემატიკოსის, ჩარლზ ბებიჯის, შრომებს სწავლობდა. ბებიჯს ხშირად "კომპიუტერის მამას" უწოდებენ, რადგან ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფიქრობდა ჭკვიანი გამომთვლელი მანქანის შექმნაზე. ადას მიაჩნდა, რომ მსგავს მოწყობილობას უფრო მეტი ფუნქციის შესრულებაც შეეძლო, რისი მტკიცებულებაც მის 1842 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში აღმოაჩინეს. ასე იქცა ის ერთ-ერთ პირველ ადამიანად, რომელმაც კომპიუტერული ალგორითმი დაწერა.
თქვენი შედეგია: მარია კიური
მარია სკლოდოვსკა-კიური პირველი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. იგი ასევე პირველი ადამიანია, რომელსაც ეს პრიზი ორ სხვადასხვა დარგში ერგო. მან და მისმა მეუღლემ, პიერ კიურიმ, პოლონიუმი და რადიუმი, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტები, აღმოაჩინეს. ამით მათ რადიოაქტივობის ცნება შემოიღეს, მისი არსებობა დაადასტურეს და ანრი ბეკერელთან ერთად ამ ფენომენის კვლევას ჩაუყარეს საფუძველი.
თქვენი შედეგია: თამარ მხეიძე
1915 წელს ქუთაისში დაბადებული თამარ მხეიძე ქართველი ზოოლოგი და არაქნოლოგი იყო. მან საქართველოში გავრცელებული ობობები შეისწავლა და სიცოცხლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებში ათობით ახალი სახეობა აღწერა. მასვე ეკუთვნის წიგნი საქართველოში მობინადრე ობობების შესახებ.
თქვენი შედეგია: ბარბარე ყიფიანი
ბარბარე ყიფიანი (ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, შვილიშვილი) პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე ნაშრომებმა მას ოქროს მედლის პრემიები მოუტანა. იგი ბრიუსელის უნივერსიტეტში ადამიანის მეხსიერებას, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს იკვლევდა.
კომენტარები