პაპუაშვილის თქმით, მდინარაძე აშშ-ში ამერიკული მხარის მიწვევით იმყოფებოდა
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში ამერიკული მხარის მიწვევით იმყოფებოდა. მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა გრძელდება და მნიშვნელოვანია "აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს."
"ჩვენ ვამბობდით, რომ საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება. თქვენ ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც აშშ ატარებს, რომ შეამციროს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები მნიშვნელოვანია", — განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე მდინარაძის აშშ-ში ვიზიტისას ხომ არ განიხილებოდა, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვიზიტის მიზანი დაკონკრეტებული იყო და ის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას შეეხებოდა. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე ამერიკულმა მხარემ მიიწვია.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემულია, რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, რათა უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი. როგორც კერძო ურთიერთობებშია, ასევეა სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რომ მასპინძელი იწვევს სტუმარს",— განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა."
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები