სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მდინარაძე აშშ-ში კოლეგების მიწვევით იყო და შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა", — წერია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისათვის, 4 თებერვალს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. იგივე თქვა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი შარაშიძემ. თუმცა მაშინ სუს-მა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.