მოძრაობა "ხმა": მიხაილ სოცკის და უბნის უფროსებს უნდათ, პასუხისმგებლობა აიცილონ და საკუთარ სიკვდილში დამნაშავედ გარდაცვლილი მეშახტე გამოაცხადონ
ტყიბულის შახტში გარდაცვლილ ზურა ბეშკენაძესთან დაკავშირებით მოძრაობა "ხმა" განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზის" მმართველი კომპანიის წარმომდგენელ მიხაილ "სოცკის და უბნის უფროსებს უნდათ, პასუხისმგებლობა აიცილონ და საკუთარ სიკვდილში დამნაშავედ გარდაცვლილი მეშახტე გამოაცხადონ."
მოძრაობა "ხმა" მეშახტეებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაღაროელები ხშირად შავდებიან, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეშახტეები "ხმას" ეუბნებიან, რომ თუ "რამე მოხდება სასწრაფოს არ უძახებენ, ისე გადაჰყავთ საავადმყოფოში და იქ ჩქმალავენ მერე."
"ტყიბულის შახტში ჩამონგრევას ემსხვერპლა ზურა ბეშკენაძის სიცოცხლე.
ტყიბული გლოვობს, სოცკი და კომპანია დუმან და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფიქრობენ, როგორ დააბრალონ მომხდარი გარდაცვლილს. სოცკის და უბნის უფროსებს უნდათ, პასუხისმგებლობა აიცილონ და საკუთარ სიკვდილში დამნაშავედ გარდაცვლილი მეშახტე გამოაცხადონ, როგორც ბევრჯერ მომხდარა ტყიბულში.
ზურა ბეშკენაძის თანაუბნელი მეშახტეები გვეუბნებიან, რომ დაშავებები სულ ხდება, მაგრამ არ ხმაურდება. ბოლო თვეებში მძიმედ დაშავებული ორი მეშახტე ჯერ ისევ მკურნალობს. მაგრამ ამაზე ან არაფერი გაგვიგია, ან ძალიან ცოტა ვიცით. მეშახტეები თქმით: "რამე რომ მოხდება, სასწრაფოს არ უძახებენ, ისე გადაჰყავთ საავადმყოფოში და იქ ჩქმალავენ მერე", — წერია განცხადებაში.
მოძრაობა "ხმა" ასევე აღნიშნავს, რომ მიხაილ სოცკის მიერ დამკვიდრებული წესია — მისი და მისი თანაგუნდელების პასუხისმგებლობა არ დადგეს და მისი, როგორც კარგი მენეჯერის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს. განცხადებაში ასევე წერია, რომ თუ იგივე პირობები შენარჩუნდა ზურა ბეშკენაძე შესაძლოა ბოლო მსხვერპლი არ იყოს. მათივე თქმით, დადგა დრო, როცა ყველაფერი უნდა თქვან, რაც შახტებში ხდება. მათივე განმარტებით, "ტყიბულს ჭირდება ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც სოცკის მიერ თქვენს შორის დანერგილ უნდობლობას და მისი უძლეველობის მითს დაანგრევს"
"ეს სოცკის მიერ დამკვიდრებული წესია, რომ მისი და მისი თანაგუნდელების პასუხისმგებლობა არ დადგეს და სოცკის, როგორც კარგი მენეჯერის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.
გარდაცვლილი ზურა ბეშკენაძის კოლეგა გვეუბნება, რომ ძაფი, რომელზეც მეშახტეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა ჩამოკიდებული, ყოველ ცვლაში შეიძლება გაწყდეს: "ამას წინ კიდევ ვაგონმა დააგვიანა (რომლითაც მშრომელები შახტში ჩადიან), თორემ ისეთი აფეთქება მოხდა, ადგილზე რომ დროზე ყოფილიყვნენ, ყველას მოკლავდა. ერთი იყო მისული და მძიმედ დაზიანდა და ისიც მიჩქმალეს".
2018 წლის შემდეგ ტყიბული პირველ გარდაცვლილ მეშახტეს გლოვობს. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, შვილებს და ახლობლებს.
მეშახტეებო, სოცკის უსიკვდილო მმართველობა დასრულდა. ამდენი დაშავება გაუხმაურებელი რჩებოდა, მაგრამ შრომის პირობების გაუმჯობესება არ ხდებოდა. თუ იგივე პირობები დარჩა, ზურა შეიძლება ბოლო მსხვერპლი არ იყოს. დადგა დრო, თქვათ ყველაფერი, რაც შახტებში ხდება. დღეს თქვენმა დუმილმა შეიძლება ხვალ თქვენვე დაგამარცხოთ. მაგრამ მარტო თქმა არაფერს მოიტანს. ტყიბულს ჭირდება ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც სოცკის მიერ თქვენს შორის დანერგილ უნდობლობას და მისი უძლეველობის მითს დაანგრევს", — წერს მოძრაობა "ხმა" სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს "მაღაროელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტში მაღაროელი დაიღუპა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები