ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას ანგარიშები დაუყადაღეს და ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერ თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
"მე მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნახევარი წელი შესრულდება მალე და ჩემი სასამართლო სხდომა ერთადერთი იყო როცა მიეცა საშუალება ჩემს დაცვის მხარეს და მათ შორის მეც, სიტყვები რომ ითქვა, მას შემდეგ ჩემი სასამართლოს სხდომა არ ტარდება, მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები, მოვდივარ, მივდივარ... ეს სამი კაცი [მოწმე] რომ მოიყვანოს მოსამართლემ, სხდომა რომ დაიწყოს 10 საათზე, 15 საათზე დაამთავრებს... ჯერ რა მოწმე უნდა იყოს, მართლა მაინტერესებს ჩამოვიდნენ ჩამხედონ თვალებში და სასამართლომ ჩახედოს თვალებში, რა უნდა ილაპარაკოს ამ ხალხმა [მოწმეებმა]? როგორ იყვნენ შეურაცხყოფილები? ვითხოვ ჩემს სასამართლო პროცესს.
20 თებერვალს ხომ გვაქვს მომდევნო სასამართლო? გამაგებინეთ 20-ში მაინც მოგყავთ [მოწმე]? ასე უსასრულოდ ხომ არ შეიძლება გაიწელოს?
მეორე საკითხი, გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტებს ყადაღა დაადესო, ციხეში დამაყადაღეს ადმინისტრაციული წესით, ციხეში გამომიგზავნეს 9 000 ლარის ჯარიმა, რომ თურმე წულუკიანს არ მოეწონა რაღაცა რომ ვთქვი, 9000 ლარი...
ჯერ ხომ დამატყვევეს და სასამართლოს პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოჰყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, არაფერი არა, 9000 ლარი ჯარიმა გამომიგზავნეს ციხეში," — განაცხადა ხაბეიშვილმა. (ტექსტი "პუბლიკა")
2025 წლის 25 ივნისს თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა ლევან ხაბეიშვილს შეურაცხყოფის მიყენებისთვის უჩივლეს და სასამართლომ ხაბეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმა.
ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ მას ფეისბუქ-პოსტისთვის უჩივლეს, სადაც დაწერა: "თეა წულუკიანს ენას ამოვაგლეჯ", ნინო წილოსანი კი "ნაძირალას" დაძახებას ედავებოდა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება "ქრთამის მიცემა — უკანონო ქმედების ჩასადენად" , რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ახალი ბრალი წაუყენეს — კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენეს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები