ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
კარზედ მოსულს ნუ გააბრუნებო, როგორც ჩანს, მხოლოდ ქართული სტუმარმასპინძლობის კანონი არ ყოფილა.
ფოტო: Charantorn Chaloemkiad / Facebook
როცა უცხო ქვეყანაში მოგზაურობ და ადგილობრივ კულტურას მაინცდამაინც კარგად არ იცნობ, შეიძლება იფიქრო, რომ სახელდახელოდ მოწყობილი ღია კარვის ქვეშ გაშლილი სუფრა რა უნდა იყოს, თუ არა რესტორანი. ვისაც საქართველოში ზუსტად ასე გამართული ლხინის თუ ჭირის სუფრები გვახსოვს, მსგავს შეცდომას ალბათ არ დავუშვებდით, მაგრამ ტაილანდში ჩასული ტურისტებისთვის ეს ტრადიცია ნამდვილად უცნობი ყოფილა.
სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, როგორ ზის ტაილანდურ ქელეხში ორი ტურისტი, რომლებთანაც ჭირისუფალს წყალი მიაქვს. უცხოელები შემოგვიერთდნენ, სასადილო ეგონათო, წერს პოსტის ავტორი, რომელსაც ვიდეოში ეცინება კიდეც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის თავდაპირველად არაფერი უთქვამთ, ჩვეულებრივად გაუმასპინძლდნენ კერძებით. თუმცა, მოგვიანებით აუხსნეს, რომ ისინი შემთხვევით სამგლოვიარო სუფრას შეუერთდნენ. ტურისტებს გაუგებრობისთვის მოუბოდიშებიათ და გამასპინძლებისთვის მადლობაც უთქვამთ.
ეს ამბავი ამდენად უჩვეულოც არ იქნებოდა, რომ არ გამეორებულიყო, თანაც — იმავე ოჯახში. ტაილანდური ტრადიციით, პანაშვიდზე მოსული სტუმრებისთვის ყოველთვის იშლება სუფრა და ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაშლილი კარავი ისევ რესტორანი ჰგონებიათ — ამჯერად, ნიდერლანდელ ტურისტებს. მათ თამამად შეუკვეთიათ კოქტეილები, სიტუაციის ახსნის შემდეგ კი, დაბნეულ სტუმრებს ჭირისუფლები ისევ გაუმასპინძლდნენ ტრადიციული ტაილანდური კერძებით და თან გააფრთხილეს, რომ საჭმელი ოდნავ ცხარე იყო.
საქართველოს მსგავსად, ქელეხის სუფრის გაშლა ტაილანდისთვისაც ძირძველი ტრადიციაა. მიიჩნევა, რომ ეს გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად იმართება და, ამავდროულად, მადლიერების გამოხატვაა სტუმრებისადმი, რომლებმაც ოჯახი მოსვლით დააფასეს.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები