სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო
ფოტო: thein
ქართული ოცნების პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოში სრული ზოგადი განათლება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი იქნება და მე-12 წელი ნებაყოფლობითი გახდება. დაწყებით საფეხურზე სკოლის მოსწავლე ვალდებული იქნება ატაროს ფორმა.
რაც შეეხება სკოლის დაწყების ასაკს, სკოლა იმ მოსწავლეებს მიიღებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ.
ცვლილებების თანახმად, უქმდება სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესიც — ვინაიდან თავად სამინისტრო შექმნის სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას. სკოლას ექნება უფლება სასწავლო პროცესში სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენოს.
ცვლილებები შეეხო საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენებასაც — ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესს სამინისტრო დაამტკიცებს.
მასწავლებელს, რომელიც სამსახურიდან მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო გაათავისუფლეს ამ პოზიციაზე მუშაობა 3 წლით შეეზღუდება. ასევე, სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს და ას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს.
ცვლილებების თანახმად განათლების სამინისტრო ვალდებული იქნება ამ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე, შეიძლება განახორციელოს საქმიანობა ან პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად.
- სკოლის ფორმა, ერთი სახელმძღვანელო, მობილურების აკრძალვა, "რეპეტიტორიუმი" — რას მოიცავს "ოცნების" განათლების რეფორმა?
- "უფასო სწავლა", კვოტირება, 3+1+1 — რა ცვლილებები შეიტანა "ოცნების" პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში?
- სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს, გრანტი 2031 წლამდე შეუნარჩუნდებათ
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები