ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა — სახელმწიფომ მას €10 000-მდე უნდა გადაუხადოს
ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახელმწიფოს ადვოკატისთვის 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა.
აღნიშნული საქმის თანახმად, რამიშვილმა ერთ-ერთ სასულიერო პირს, 2017 წლის 20 ოქტომბერს ცილისწამების თაობაზე უჩივლა. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ სასულიერო პირის მიერ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში გაკეთებული განცხადებები ცილისმწამებლური იყო, რადგან არსებითად მცდარ ინფორმაციას ეიცავდა, რამაც ზიანი მიაყენა მის ღირსებასა და პროფესიულ რეპუტაციას.
"ევროსასამართლომ გამოიტანა საინტერესო გადაწყვეტილება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე და მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქმე შეეხებოდა ცილისწამების გამო დავას, სადაც ადვოკატს დააბრალეს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობა. ქართულმა სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ რამიშვილის არგუმენტები და განაცხადა რომ რაც მასზე თქვა სასულიერო პირმა, არა ფაქტები, არამედ, მხოლოდ შეფასებები იყოო.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ქართული სასამართლოს შეფასება და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა საქართველოს", — დაწერა გიორგი ბურჯანაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს სამართლიანი ბალანსის დაცვა კონვენციით გათვალისწინებულ დაპირისპირებულ ინტერესებს შორის. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
სახელმწიფომ მიხეილ რამიშვილს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს: 4500 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 5000 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.
შეგახსენებთ, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა ე.წ "ციანიდის საქმეში". მიხეილ რამიშვილი მუშაობდა სანდრო გირგვლიანის საქმეზეც.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები