მიხეილ სააკაშვილი

30 Jan. 2026, 17:17

"რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში.

ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს — სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია — ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.

მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!"

დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 28 იანვარს, ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს. მისი თქმით, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზუსტდება გრანტების განმარტება და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა

ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ,…