სასამართლომ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი არ მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს. მისი ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ "პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია."
"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფენ დეპუტატის უფლებამოსილების შეუფერხებელ განხორციელებას და მისი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიას, ხოლო საპარლამენტო იმუნიტეტი და ინდემნიტეტი ემსახურება დემოკრატიული მმართველობისა და ამომრჩევლის ნების დაცვას.
ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს და მისი სანქცირება პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმისთვის გაუმართლებელია. სასამართლოს შეფასებით, სადავო განცხადება გაკეთებული იყო საპარლამენტო მანდატის განხორციელების ფარგლებში და, შესაბამისად, დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით", — წერია სასამართლოს განმარტებაში.
ადვოკატი წერს, რომ მოსამართლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სრულად უსაფუძვლო და უკანონოა და სასამართლომ რეალურად მოპასუხის ფუნქცია შეასრულა.
"რა ირონიაა, არა?! როდესაც საქმე მაღალჩინოსნების დაცვას ეხება, სასამართლოებს მაშინვე ახსენდებათ საქართველოს კონსტიტუცია. ხოლო როდესაც მოქალაქეების წინააღმდეგ "ტროტუარის გადაკეტვას" ედავებიან და წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას ვითხოვთ, ამას "მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად" აფასებენ.
ამ შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივად გამოვიდა მოპასუხე შალვა პაპუაშვილის უფლებადამცველად და მთელი ძალ-ღონე დახარჯა, დაჯდა, დაწერა და მთელი გულით, 11 გვერდზე დაასაბუთა, თურმე რატომ ჰქონია შალვა პაპუაშვილს უფლება დაერღვია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაედანაშაულებინა იგი დანაშაულის ჩადენაში და გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები, ხოლო სასამართლოს კი დაეცვა ეს ქმედებები იმ არგუმენტით, რომ ეს მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი ყოფილა.
ამასთან, სასამართლომ საკუთარ თავს მისცა უფლება, კონკრეტული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად ჩაეთვალა ისე, რომ მხარეების პოზიციები ჯერ არც კი აქვს მოსმენილი.
შესაბამისად, სასამართლომ რეალურად შეასრულა მოპასუხის ფუნქცია, მოპასუხის ნაცვლად ჩამოაყალიბა არგუმენტაცია, ისე რომ არც კი იკადრა საქმის წარმოებაში მიღება და არც დაელოდა, თუ რას იტყოდა თავად მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მოსამართლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სრულად უსაფუძვლო და უკანონოა", – წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, იურისტმა აიჰან ჰასანლიმ 2 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მარიამ მეყანწიშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მისი განმარტებით ამის მიზეზი პაპუაშვილის მიერ 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე განთავსებული პოსტი გახდა, სადაც იგი აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს "უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად" მოიხსენიებს. ადვოკატის თქმით, "შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს", რომ მარიამ მეყანწიშვილი ასევე არის: "მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს"; "შიდა ტერორიზმში ჩართული" და "ექსტრემისტი."
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები