ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას. დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, — ამის შესახებ ორგზის ექსპრემიერის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელად განესაზღვრა 5 წელი სასჯელი, პლუს 1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
"ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამეთუ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს. კერძოდ, ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადახდები და ზედმიწევნით შესრულებულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა, ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას. დარჩა ბრალი იმაში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალი. კერძოდ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილში, „გ“ ქვეპუნქტი. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ერთი მლნ ლარი ჯარიმა, პლუს ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში, არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება", — თქვა ადვოკატმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დანაშაული, 5-წლიანი პატიმრობა, ვადაზე ადრე გათავისუფლებას. ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა უპასუხა: "როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები, უდოზე ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც, ყველაფერზე".
კითხვაზე — შესაძლებელია თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა დაკავებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეიწყალოს, ადვოკატი პასუხობს:
"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, რაღა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი, 5 წელი უნდა იჯდეს, არ ვიცი მომავალში რა მოხდება", — თქვა შაყულაშვილმა.
მანამდე, ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის "სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში".
"როგორც მოგეხსენებათ, როცა ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური და ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს, გადასახადებსა და ყველაფერს. რადგან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია ამ ყველაფერს.
[...] ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. ითანამშრომლა საკუთარ თავზე.
[...] ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია, ან ახალ ბრალზე, ან ძველ ბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე. მარტივია — წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე, თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.
[...] ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის [ამ სესხების] დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად.
[...] არ ჩამოერთმევა [ქარხანა] იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს.
[...] პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში", — განაცხადა დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს დაუგეგმავად ჩაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო, შემდეგ კი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერმინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა," — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
მეტი ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე:
- ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
- პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის დამატებითი დრო მოითხოვა — პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო
- ირაკლი ღარიბაშვილს მილიონიანი გირაოს გადასახდელად საცხოვრებელი ბინა დაუყადაღეს
- ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეუფარდეს
- "ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას" — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს — პროკურატურა მას აღკვეთის ღონისძიებად 1 მლნ ლარის ოდენობის გირაოს სთხოვს
-
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101 ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს რატომაა ადამიანის პენისი სხვა პრიმატებისაზე დიდი? — ახალი კვლევა გვპასუხობს
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ 5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
-
TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
გადახედვა
-
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა სეს: Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების იმპორტიორი დაჯარიმდა
გადახედვა
-
ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს ფუკუშიმის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ იაპონია უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს აღადგენს
გადახედვა
-
WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
გადახედვა
-
"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე "უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი — საქართველოს ბანკი
-
ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა ჯოდი ფოსტერს ბავშვობაში გადაღებებზე თავს ლომი დაესხა
გადახედვა
- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს 4 თანამშრომელს, რომლებმაც შუფუტინსკის მუსიკის გამო რესტორანში იჩხუბეს, 4000-4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განათლების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროშიც საჭიროა რეფორმის გატარება
გადახედვა
-
როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ როგორი იყო ჩვენთვის ცნობილი უძველესი პანდემია — მეცნიერები მის კვალს სწავლობენ
გადახედვა
-
"კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა "კოსმოსური ვულკანი" — შავი ხვრელი 100 მლნ. წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა
გადახედვა
კომენტარები