ლევან ხაბეიშვილი: "უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი — მე ბრალად მაქვს წარდგენილი "თქვა"
თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
"მოსამართლეს ვეკითხები, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა საქმეს, ხელისუფლება თუ შეიცვლება, თქვენი ანაზღაურება გახდება, ხუთმაგი, ასმაგი-მეთქი, რომ გითხრათ, ეს დანაშაულია? მაშინ სხვა დანაშაულებიც ჩადენილი მაქვს, პროკურორს მივმართავ, დაამატეთ ამ საქმეს, პენსიონერებს ვეუბნებოდი, რომ კაბალურ პირობებში აღებული პენსიებს ჩამოვაწერდი იმ თანხებს. პედაგოგებისთვის უამრავჯერ გამიკეთებია დაპირება, რა განსხვავებაა?
200 000 დოლარი კი არა, ერთი ბოტასი და 2 მაისური მაქვს გამოსაცვლელი, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ავტომობილს მე არ ვფლობ, ამ ქვეყანაში რომ ვთქვა, ვინმეს ჩემი ჯიბიდან მოგცემ-მეთქი, სიცილით მოკვდება, პროკურორმა რომ იცოდა მილიონერი ვარ, მოიტანდა და იტყოდა, მისი ჯიბიდან ჯიბიდან. რა 200 000, ჩემი სიმდიდრე და ქონება ჩემი სიმართლე და ჩემი შვილები არიან, რომელთაც კეთილსინდისიერად ვზრდით. რატომ გინდათ დავაბნელოთ? ჩასვით ხაბეიშვილი, მოწყდეს თავის ოჯახს, მაგრამ თქვენ ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, სადაც პოლიტიკური დაპირების გამოა დაკავებული? ქრთამის შეთავაზება ვიცი, ჩუმად. როცა საჯაროდ ეუბნები ძალოვან უწყებებს, არ დაასახიჩროთ...
ტელევიზორში მოვისმინე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენითო. გდდ-ს 3 თანამშრომლის აღქმის გამო კარცერში თუ უნდა ჩავლპე, სახის ძვლები რომ დამილეწეს, სად არიან ისინი?" – განაცხადა ხაბეიშვილმა. (წყარო IPN)
შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრებიდან ის ერთადერთია, რომელიც პატიმრობაშია განცხადების გაკეთების გამო
"მინდა ჩემმა შვილებმა, ხალხმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის, პატრიოტია.. მინდა ეს კარგად გაიგოს საზოგადოებამ, შვილებმა იციან... ფული არ არის, გადასაცემი არ არის, ობიექტი არ არის, ერთადერთი, რაც ამ საქმეშია ისაა, რომ "ხაბეიშვილმა თქვა".
მოქმედება თუ არ არის, ფაქტი თუ არ არის, იმაზე მასამართლებთ, რომ ხაბეიშვილმა უბრალოდ თქვა. იგივეა ქრთამზე... ხაბეიშვილმა თქვაო...
მე ვფიქრობ, რომ უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი, სადაც საქმე მარტო თქმაზეა. მე ბრალად მაქვს წარდგენილი "თქვა," — განაცხადა ხაბეიშვილმა. (წყარო რადიო თავისუფლება)
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მას "ქრთამის მიცემა — ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად" ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ახალი ბრალი წაუყენეს —კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენეს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები