ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს — SJC ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების რეესტრზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზის" შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.
მათი განმარტებით, "ცვლილებები, ერთი მხრივ, გამოიწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზებასა და გარიყვას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების რისკებს გაზრდის". სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.
"15 დეკემბერს საჯაროდ გამოქვეყნდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასაც ეხება.
მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით აყალიბებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და არღვევს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს. მისი შინაარსის გათვალისწინებით, ცვლილებები, ერთი მხრივ, გამოიწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზებასა და გარიყვას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების რისკებს გაზრდის.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით მრავალწლიანი ადვოკატირების მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკა მნიშვნელოვნად უარესდება. იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერის სერვისში ჩართვა იყოს წახალისებული, რის საჭიროებასაც, რამდენიმე წლის წინ თვითონ პარლამენტი აღნიშნავდა, ხოლო სერვისის მიმღებებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც კონფიდენციალურობაა, სისტემა ჯანმრთელობის ცალკეულ მდგომარეობას სტიგმატიზაციის წყაროდ აქცევს და კიდევ უფრო მეტად უშლის ადამიანებს ხელს, მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები. ამასთან, მიღებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად გაზრდის აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი შევიწროების რისკებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცევს," — წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიქმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა" — "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტში ამ ცვლილებაზე და ამ ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ოცნების ხელისუფლების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ცვლილებების ინიციატორი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, დევნილთა სამინისტროს ევალება:
პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში მონაცემები შეტანა;
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება;
აღნიშნულ ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების
შემუშავება;
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები