Gorillaz-მა იასინ ბეისა და ომარ სულეიმანთან ერთად ახალი სინგლი — Damascus გამოუშვა
ფოტო: The Rolling Stone
Gorillaz-ი კიდევ ერთ მსოფლიო მოგზაურობას იწყებს "დამასკოში", ანიმაციური ჯგუფის ახალ სინგლში იასინ ბეისთან (ყოფილი Mos Def) და ცნობილ სირიელ მომღერალ ომარ სულეიმანთან ერთად.
დამასკო თავბრუდამხვევად იწყება ზარმაცი, ატმოსფერული შესავლით, მაგრამ ტემპი სწრაფად მატულობს დრამების გუგუნითა და ენერგიული სინთეზატორებით. ბეი წამყვანი ვოკალის როლს ასრულებს და სწრაფი ტემპით მღერის სტრიქონებს: "აქ ვარ, რომ სიბნელეში ტალღებზე ვიაროთ, რუკის გარეშე/ვარსკვლავები ცაში და ნიავი ზურგზე", ხოლო სულეიმანი თავის ლექსებს საყვარელი ადამიანისადმი მიძღვნილი რელიგიური ტემპებით ასრულებს ("არა, ჩემო პირველო სიყვარულო/მტვერი რომ ყოფილიყავი, არ გადაგაბიჯებდი", — მღერის ერთ-ერთ სტრიქონში, თარგმნილია არაბულიდან).
დამასკო მეოთხე სიმღერაა, რომელიც გორილაზმა მომავალი ალბომიდან The Mountain გაავრცელა. ადრე გამოშვებულ სიმღერებუა: The Happy Dictator, Sparks-თან ერთად, The God of Lying, Idles-თან ერთად და The Manifesto, Trueno-სთან და Proof-თან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ გორილაზი ცნობილია სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით, ახალი ალბომის ყველა სიმღერაში, დეიმონ ალბარნის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი სულ მცირე ერთ სხვა მუსიკოსთან (და ხშირად რამდენიმესთან) ერთად იმუშავებს. მაგალითად, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ Orange County-ში მონაწილეობენ DJ Bizarrap, მომღერალი და სიმღერების ავტორი კარა ჯექსონი და სიტარის ვარსკვლავი ანუშკა შანკარი. სხვა შემსრულებლებს შორის იქნებიან Roots-ის Black Thought, ჯონი მარი, Clash-ის ყოფილი ბასისტი პოლ სიმონონი, ასევე ცნობილი ინდოელი მუსიკოსები, როგორებიც არიან ფლეიტისტი აჯაი პრასანა და საროდის შემსრულებელი ამაან ალი ბანგაში. ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სიკვდილის შემდგომი ნამუშევარი იმ არტისტებისგან, რომლებთანაც გორილაზმა წარსულში იმუშავა, მათ შორის ბობი ვომაკი, The Fall-ის მარკ ე. სმიტი, ლეგენდარული დრამერი ტონი ალენი და მსახიობი დენის ჰოპერი.
გორილაზი The Mountain-ს 2026 წლის 27 თებერვალს გამოუშვებს. ალბომის გამოსვლის აღსანიშნად, ჯგუფი 22 და 26 თებერვალს ლოს-ანჯელესში ორ კონცერტს გამართავს, სანამ მარტში დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ტურნეს დაიწყებს, რომლის თარიღებიც აგვისტომდეა დაგეგმილი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები