ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში?
ფოტო: mkurnali.ge
ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიქმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა" — "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტში ამ ცვლილებაზე და ამ ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ოცნების ხელისუფლების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ცვლილებების ინიციატორი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, დევნილთა სამინისტროს ევალება:
- პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში მონაცემები შეტანა;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება;
- აღნიშნულ ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების
შემუშავება;
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა აუცილებელია რადგან, "ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული
მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება" — განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ "ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო".
აღნიშნული ცვლილებები "იარაღის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების პაკეტში შედის და ის 9 დეკემბერს III მოსმენით საბოლოოდ მიიღეს. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა "გამოწვევაა" ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის იარაღის ტარება/გამოყენებაზე ნებართვის გაცემა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება და ა.შ.
"მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
სპეციალისტების შეფასება:
ექიმი ნარკოლოგი პარტია ფედერალისტების წევრი ზურაბ სიხარულიძეს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება "ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს", რადგან ის ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს.
ამ პრაქტიკის რუსეთში არსებობის შესახებ სხვა სპეციალისტებიც საუბრობენ. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის, ელენე ქორიძის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების ბაზის შექმნა რუსული პრაქტიკაა. რუსეთის ფედერაციაშიც, საქართველოს მაგალითის მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა კანონპროექტში აღნიშნული ცვლილებების მიღება. ქართული კანონმდებლობის მსგავსად, რუსეთშიც აღნიშნული კანონი "იარაღის ტარების, მართვის მოწმობის და დასაქმების პროცესის" უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიიღეს.
ქორიძის შეფასებით, "ფსიქიკური ჯანმრთელობის თემის გამოყენება საზოგადოების უსაფრთხოების საკითხად იმთავითვე მცდარია, არსებითად გააუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ქვეყანაში და მნიშვნელოვნად დაარღვევს ადამიანის უფლებებს".
"პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიის პერსონალური მონაცემია. მისი ასეთი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის, რომელიც არ არის შექმნილი სამედიცინო მიზნებისთვის, ქმნის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის რისკს.
დახმარების ძიების შეფერხება — ბაზაში მოხვედრის რისკი ადამიანებს აიძულებს, თავი შეიკავონ პროფესიული დახმარების ძიებისგან, რაც გაზრდის მკურნალობის ღიობს და გაამწვავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის უკვე არსებულ პრობლემებს," — განაცხადა სპეციალისტმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები