"საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ" — ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის მთავრობას
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის სტუდენტებთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია". კირცხალიას თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს და საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს.
"მცირე ბიზნესი კვდება. დიდი ბიზნესი მიდის. ადამიანებს საკუთარი კბილების ამოღება უწევთ, რადგან სტომატოლოგთან მისვლა არ შეუძლიათ. ჩვენ შემოგვყავს მიგრანტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ — სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ბანდები ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდნენ წარმოუდგენელ სექსუალურ დანაშაულებს ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ. ამ დანაშაულებს ხელისუფლება მალავდა.
ვერავის ვაძევებთ ქვეყნიდან ადამიანის უფლებათა ქსელისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დივერსიის გამო. ხალხი სასოწარკვეთილია, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, ამაზე ისაუბრონ. თუ ტრანსგენდერული იდეოლოგების წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგაპატიმრონ: ჰითროუს აეროპორტში, თქვენს სახლში, ოფისში.
ერი, რომელმაც სიტყვის თავისუფლება გამოიგონა და 1695 წელს დააფუძნა თავისუფალი პრესა, ახლა სახელმწიფო ცენზურის სამშობლოა. ამ კატასტროფას, ბრიტანეთის დაცემას, ინგლისის დაცემას, ლონდონის დაცემას ხელმძღვანელობს მმართველი ელიტა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სძულს. რაც შეეხება კონკრეტულად BBC-ის, ის დეზინფორმაციის გამავრცელებელი მთავარი იარაღია და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ფარისევლები ამხილა".
ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს, ლიზ ტრასს ეკუთვნის, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა.
საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ... ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ ლიზ ტრასის სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ!" — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ "გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე".
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები