შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიტანეთს ელჩის "დეზინფომრაცია" უფრო აღვივებს კითხვებს — ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის უკან
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე დეზინფორმაცია გაავრცელა, როცა თქვა, რომ "გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე".
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს კითხვებს — ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ
"რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და, რა თქმა უნდა, საგანგაშოა, როცა ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგადაა საგანგაშო, რომ ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამით ხდება ტვინის გამორეცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი, რომელიც პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. სადაც ელჩი არის თავად ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ანტიქართულ დეზინფორმაციაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად. აქ გაკვირვებას არ იწვევს, როცა BBC, საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას და რა თქმა უნდა პირიქით ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის თუ ვინ დგას BBC-ის სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენ საზოგადოებას.
ბრიტანეთის ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდება ევროატლანტიკურ გზაზე", — თქვა პაპუაშილმა.
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
კომენტარები