FBI-მ ორლანდოს კლუბის თავდამსხმელის პოლიციასთან გახორციელებული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა
ფოტო: Joe Burbank / AP
ორლანდოში გეი კლუბ პულსზე თავდამსხმელმა, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, სროლის შემდეგ პოლიციას დაურეკა.
ომარ მატინმა პოლიციას თავის თავი ისლამის მებრძოლად წარუდგინა. BBC სატელეფონო ზარის ამონაწერს აქვეყნებს, რომელიც FBI-მ 20 ივნისს გახადა საჯარო.
29 წლის თავდამსხმელმა 911-ის ოპერატორთან სატელეფონო ზარში სირიის ომი და საფრანგეთში მომხდარი თავდასხმა გაიხსენა.
პირველი ზარი პოლიციასა და მატინს შორის 50 წამს გაგრძელდა.
პოლიცია: 911 გისმენთ, თქვენთან საუბარი იწერება.
მატინი: მოწყალე და ქველმოქმედი ღმერთის სახელით (არაბულად)
პოლიცია: რა?
მატინი: დიდება ღმერთს და ჩვენი ლოცვა მას, ისევე როგორც მშვიდობა ჩვენს წინასწარმეტყველ ღმერთს (არაბულად). მინდა გითხრათ, რომ ორლანდოში ვარ, სადაც სროლები განვახორციელე (ინგლისურად)
პოლიცია: თქვენი სახელი?
მატინი: მე ვპირდები ერთგულებას [...]
პოლიცია: რა გქვიათ?
მატინი: მე ვპირდები ერთგულებას [გამოტოვებულია], ღმერთი დაიცავს მას [არაბულად] სახელით.
პოლიცია: სად ხართ?
მატინი: ორლანდოში.
პოლიცია: ორლანდოში სად?
(ზარის დასასრული).
პირველი ზარის შემდეგ, მატინი ორლანდოს პოლიციის კრიზისული მოლაპარაკებების გუნდს 3-ჯერ ესაუბრა. აღნიშნული ზარი მან თავდასხმიდან 30 წუთში განახორციელა.
FBI-ს წარმომადგენლის თქმით, მატინი "ცივი, მშვიდი და წინასწარ დაგეგმილი" ტონით საუბრობდა. მან ასევე განაცხადა, რომ უცხოური ტერორისტული დაჯგუფების კავშირის მტკიცებულება ამ თავდასხმასთან, არ აღმოუჩენიათ და მატინს რადიკალური მისწრაფებები შინაგანად ჰქონდა.
პირველ ზარში, გამოტოვებულ ადგილას, ამოღებულია სახელები და გვარები, რომელთა მიმართაც მატინი ერთგულების პირობას დებს. ჩანაწერების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, FBI-იმ განაცხადა, რომ ზარების დროს მატინი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერს უმტკიცებდა ერთგულებას.
ზარის დროს, მატინმა ასევე განაცხადა, რომ ის მოუწოდებდა ამერიკას, შეეწყვიტა სირიისა და ერაყის დაბომბვა, და მისი "იქ (კლუბში) ყოფნის მიზეზი" სწორედ ეს იყო.
მან ასევე ახსენა საფრანგეთის თავდასხმა და თქვა, რომ აპირებდა ასაფეთქებელი ჟილეტის გამოყენებას, თუმცა პოლიციამ შენობაში შესვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მსგავსი ჟილეტი მას არ ჰქონდა.
ზარების დროს, მატინი თავის თავს ისლამისთვის მებრძოლს უწოდებს. ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორი პოლიციამ შენობაში შესვლის დროს მოკლა.
ცნობილია, რომ:
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები