ნიკოლოზ სამხარაძე: ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს
ოცნების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, "ის ფაქტი, რომ საქართველო არაა მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბრიუსელს აქვს — "რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან".
"ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიწვეული EU-ს გაფართოების სამიტზე, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს. მათ შორის გაგახსენებთ, რომ საქართველო მიწვეული არ იყო შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან. როდესაც საქართველოს ასეთ ღონისძიებაზე არ მიიწვევ გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას კავკასიის გავლით თუ არა საქართველოს გავლით. ამიტომ ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, თუმცა ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პოლიტიკა, მალე შეიცვლება, იმიტომ რომ თუ მათ მართლაც აქვთ გულწრფელი ინტერესი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში მაშინ ისინი უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა," — განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისათვის, ქართული ოცნების მთავრობა ევროკავშირის გაფართოების პირველ ფორუმზე, რომელიც ევროკომისიის ორგანიზებით, 18 ნოემბერს ბრიუსელში იმართება, მიწვეული არ არის.
ევროპის კომისიის პირველი "გაფართოების ფორუმი" 2025 წლის 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება. ღონისძიებას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი უმასპინძლებს. ფორუმი სლოგანით "კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა" გაიმართება და გააერთიანებს ფართო და მრავალფეროვან მონაწილეთა წრეს.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა შეარყია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები