"რატომ ხართ მილიარდერები?" — ბილი აილიშის სიტყვა, რომელმაც ინტერნეტი აალაპარაკა
ამერიკელი პოპვარსკვლავი ბილი აილიში ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი აზრის თამამად გამოთქმით და ეს არც 2025 წლის ინოვატორების დაჯილდოებაზე არ შეცვლილა — 23 წლის მომღერალმა სცენიდან მილიარდერებს მიმართა, მაშინ, როცა ზოგიერთი მათგანი დარბაზში იმყოფებოდა.
29 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე ბილის ინოვატორი მუსიკოსის ჯილდო გადაეცა. სანამ ახალგაზრდა მომღერალი სცენაზე ავიდოდა, წამყვანმა სტივენ კოლბერმა გამოაცხადა ბილის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მუსიკალური ტურნედან მიღებული $11,5 მილიონი გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც საკვების უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე მუშაობენ.
ბილი აილიში ტურნეზე
ფოტო: Getty Images
ბილის სცენაზე ასვლისას დარბაზში უამრავი მდიდარი და გავლენიანი სტუმარი იმყოფებოდა. მათ შორის მარკ ზაკერბერგიც იყო, რომელიც ღონისძიებაზე თავისი მეუღლის მხარდასაჭერად მივიდა. Forbes-ის მიხედვით ზაკერბერგი, რომლის ქონებაც $228 მილიარდს შეადგენს, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთეა.
მარკ ზაკერბერგი მეუღლესთან ერთად
ფოტო: People
აილიში ჯილდოს მიღების შემდეგ სიტყვით გამოვიდა: "ჩვენს ქვეყანაში ხალხს თანაგრძნობა და დახმარება სჭირდება. თუ ფული გაქვთ, აჯობებს, კარგი საქმისთვის გამოიყენოთ და მათ მისცეთ, ვისაც ეს სჭირდება."
გამოსვლა კი დაასრულა სიტყვებით, რომლებმაც ინტერნეტი აალაპარაკა:
ყველა მიყვარხართ, მაგრამ აქ მყოფ რამდენიმე ადამიანს ჩემზე ბევრად მეტი ფული აქვს. თუ მილიარდერი ხარ, რატომ? ცუდად არ მიიღოთ, უბრალოდ გაეცით თქვენი ფული, მეგობრებო
ტურნეს ფარგლებში თანხის შეგროვების გარდა, მომღერალი მრავალი სხვა გზითაც ცდილობს ქველმოქმედებასა და გარემოს დაცვას. ის კონცერტებზე დამსწრეებს მცენარეულ საკვებს სთავაზობს, ყიდის გადამუშავებადი მასალისგან დამზადებულ პროდუქციას, მოუწოდებს ფანებს, რომ თან იქონიონ მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლები და საკონცერტო მოედნებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდნენ.
ფოტო: People
ბილიმ არაერთხელ გააკრიტიკა მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული პრობლემებიც:
"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ეკომეგობრული და ცდილობს ამაში გუნდის ყველა წევრიც ჩართოს, ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია," – განაცხადა აილიშმა. "მსოფლიოს უდიდესი არტისტები ერთი ალბომის დაახლოებით 40 სხვადასხვა ვინილის ვარიანტს გამოსცემენ, რომლებსაც მცირე განსხვავებული დეტალები აქვს, რათა მომხმარებელს მეტი მიჰყიდონ".
იხილეთ ბილი აილიშის სიტყვით გამოსვლა 2025 წლის ინოვატორების დაჯილდოებაზე:
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები