შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ბულგარეთის ელჩს შეხვდნენ და ერთობლივი განცხადება მიიღეს
დღეს, 31 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდნენ. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობასა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების როლს შავი ზღვის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებაში.
დღესვე, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება შავი ზღვის დღესთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია:
"31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შავი ზღვის დაცვის დღე არა მხოლოდ გარემოსდაცვითი თარიღი, არამედ საქართველოს ევროპული გზისა და საერთო მომავლის-ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლოა.
შავი ზღვა საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ხალხებსა და კულტურებს. დღესაც, ის წარმოადგენს საქართველოსათვის ერთგვარ ხიდს ევროპულ სივრცესთან.
ჩვენ, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გვჯერა, რომ შავი ზღვა უნდა იქცეს თავისუფლების, განვითარებისა და საერთო ევროპული ღირებულებების სივრცედ.
ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ზღვის არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ, პოლიტიკური და სოციალური მდგრადობა, რათა ის დაპირისპირების კერიდან გარდაიქმნას მშვიდობისა და ერთიანობის, თანამშრომლობის ზღვად.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის რეგიონულ სტაბილურობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ეკოსისტემას. გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინელი ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც გაბედულად იცავენ თავიანთ თავისუფლებასა და ევროპულ გზას, რაც ჩვენი საერთო მისწრაფებაა.
გვჯერა, რომ შავი ზღვა არ არის გამყოფი ხაზი, არამედ ერთობის ხიდ-ჩვენი ლურჯი საზღვარი ევროკავშირთან. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ჩვენს პასუხისმგებლობას, ერთობლივად ვიმოქმედოთ შავი ზღვის დაცვისათვის."
განცხადებას ხელს აწერენ: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტგერაციისთვის; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; JEF Georgia; საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია; ორგანიზაცია "სამეცნიერო მისია"; პლატფორმა "ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის"; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ახალგაზრდები დემოკრატიისთვის; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი — LAG UPPER SVANETI.
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები