რა ადგილს დაიკავებდა 7 მილიონი დოლარი, სახლში რომ გქონდეთ
ფოტო: სუს
როგორც 18 ოქტომბერს, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი.
ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, უმეტესობას 7 მილიონი დოლარი რეალურ ცხოვრებაში არასდროს გვაქვს ნანახი. შესაბამისად, ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რა ადგილის დაკავება შეუძლია ამ მოცულობის თანხას.
ამ სტატიაში ამის წარმოდგენაში დაგეხმარებით. მაგრამ მანამდე, შეგახსენებთ, რომ ეს თანხა ეროვნულ ვალუტაში, ამჟამინდელი კურსით, 18 900 000 ლარია.
როგორ დავთვალოთ, რა სივრცეს იკავებს 7 მილიონი დოლარი?
პირველ რიგში, უნდა ვივარაუდოთ, რა კუპიურებით იქნება წარმოდგენილი ეს თანხა. ამ სტატიაში, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე დაყრდნობით ვუშვებთ, რომ ეს 7 მილიონი მთლიანად 100-დოლარიანი კუპიურებისგან შედგება. ამ დაშვების პარალელურად შეგვიძლია დავთვალოთ რაოდენობაც — 7 000 000 უნდა გავყოთ 100-ზე, რის შედეგადაც მივიღებთ 70 000-ს.
მეორე ნაბიჯი კუპიურის ზომის გათვალისწინებაა. ერთი 100-დოლარიანი სიგრძეში 15.6 სანტიმეტრის ზომისაა, ხოლო სიგანეში 6.6 სმ-ია. რაც შეეხება სისქეს, რომლის გათვალისწინებაც ასეთ მასშტაბზე, ცხადია, მოგვიწევს, 0.011 სმ-ია.
ახლა შეგვიძლია 7-მილიონიანი დასტის სიმაღლე დავთვალოთ. ამისთვის 70 000 ცალი 100-დოლარიანი უნდა გავამრავლოთ თითოეულის სისქეზე, ანუ 0.011-სმ-ზე. შედეგად მივიღეთ 770 სანტიმეტრი, ანუ 7.7 მეტრი.
ანუ 7 მილიონი დოლარი, 100-დოლარიანი კუპიურებით, ერთმანეთზე რომ დაგვეწყო, 7.7 მეტრიანი სვეტი გამოვიდოდა...
მასშტაბის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია წონის გათვალისწინებაც. ერთი ცალი 100-დოლარიანი 1 გრამს იწონის, რაც ნიშნავს, რომ ასეთი 70 000 კუპიურა 70 კილოს იწონის. ეს მოზრდილი ადამიანის საშუალო წონაა.
7 მილიონი დოლარი (100-დოლარიან კუპიურებში წარმოდგენილი) 70 კილოს იწონის, ანუ საშუალოსტატისტიკური ადამიანის წონისაა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავარაუდოდ (არ გვინახავს, მაგრამ ვვარაუდობთ), რომ მილიონებს სვეტებად, ალბათ, არავინ ინახავს, უნდა წარმოვიდგინოთ ამ თანხის ფიზიკური მოცულობა იმ შემთხვევაშიც, თუ 100-დოლარიანები შეკვრებში იქნება მოთავსებული, ასევე გვერდიგვერდ და ერთმანეთზე დალაგებული (როგორც ნებისმიერი ჩვენგანი დაალაგებდა ფულს, რომ ჰქონდეს...) თითო შეკვრაში 100 კუპიურა რომ მოგვეთავსებინა 10 000-დოლარიან შეკვრებს მივიღებდით. ხოლო 7 მილიონი ასეთი 700 შეკვრის ერთობლიობა იქნებოდა.
ზემოთ აღნიშნულ ზომებს (თითო 100-დოლარიანის ზომასა და წონას) თუ გავითვალისწინებთ, ერთი ასეთი შეკვრა 15.6 სმ სიგრძის, 6.6 სმ სიგანისა და 1.1 სმ სისქის იქნებოდა (დატკეპნილ და გატკიცინებულ მდგომარეობაში, ცხადია). ასეთი შეკვრების მანქანის საბარგულში მოთავსება რომ მოგვენდომებინა, 80 სანტიმეტრის სიგრძის, 50 სანტიმეტრის სიგანის და 25 სანტიმეტრის სიმაღლის ოთხკუთხედს მივიღებდით.
ანუ 7 მილიონი დოლარი მანქანის საბარგულში, კარადაში და სამზარეულოს მაგიდაზეც დაგეტეოდათ (დათვლისას), რომ გქონდეთ.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები